Saturday, June 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება – სულხან თამაზაშვილი

June 20, 2026
შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში ტურისტულ სეზონს  სრული მზადყოფნით ხვდება – სულხან თამაზაშვილი

ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტურისტული სეზონის გახსნისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დამსწრეებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სიტყვით მიმართეს.

სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს აჭარაში სრული მზადყოფნით ხვდება.

„აჭარაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ტურისტულ სეზონს ხვდება სრული მზადყოფნით. რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვისთვის დამატებით საპოლიციო და სამაშველო ძალები უკვე მობილიზებულია.

მიმდინარე ტურისტულ სეზონს შინაგან საქმეთა სამინისტრო ხვდება განახლებული ტექნიკური საშუალებებითა და თანამედროვე აღჭურვილობით, რაც მოგცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება.
მოგეხსენებათ, განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე, აჭარაში მილიონობით ვიზიტორი გვყავს. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სწორედ საზოგადოებრივი უსაფრთხოება.

მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ადამიანებს რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი მოსახლეობისა და ვიზიტორების უსაფრთხოებაზე. სწორედ მათი მაღალი
პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა უზრუნველყოფს, რომ მსოფლიო რუქაზე ჩვენი ქვეყანა- საქართველო კვლავ რჩება, როგორც წამყვანი, უსაფრთხო და მიმზიდველი ტურისტული მიმართულება“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყების აღჭურვილობა და ტექნიკა წარმოადგინა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო აჭარაში ტურისტულ სეზონს სრული მზადყოფნით ხვდება – სულხან თამაზაშვილი
  • რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების საპასუხოდ, EU-მა სომხეთს დახმარების სახით 34 მილიონი ევრო გადასცა
  • საქართველოში ავტომობილების იმპორტი 4-წლიან მინიმუმზეა – 5 თვეში ქვეყანაში 77 054 მანქანა შემოვიდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge