მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ,- ამის შესახებ ნათქვამია 112-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაეგზავნა მოსახლეობას.
„გაცნობებთ, რომ 19- 22 ივნისს, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“– წერია შეტყობინებაში.
მანამდე გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია ამინდი მკვეთრი გაუარესების შესახებ, სადაც ნატქვამია, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეების აუზებში (ენგური,რიონი, არაგვი, იორი, ალაზანი) წყლის დონეების საშიშ ნიშნულებამდე მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი).
