პარტიას არ ვტოვებ – ამის შესახებ “ტვ პირველთან” ენმ-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ იქამდე განაცხადა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ახალ განცხადებას გაავრცელებდა.
ბოკუჩავას თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” 2012 წლიდან არის, ბევრი სირთულე გაიარა პარტიასთან ერთად და აპირებს, რომ სწორედ ენმ-ში ბრძოლით დაამარცხოს ხელისუფლება.
“პარტიას არ ვტოვებ, მე ნაციონალურ მოძრაობაში ვარ 2012 წლიდან, ამიტომ ძალიან ბევრი რთული პერიოდი გამომივლია პარტიასთან ერთად, მათ შორის 2016 წელი, როდესაც სადეპუტაციო წარმომადგენლების დიდმა ნაწილმა დატოვა ენმ-ს რიგები და ბევრი სხვა ასეთი ჩემთვის ძალიან სამწუხარო მომენტი, როდესაც იყო მცდელობა პარტიის ორად გახლეჩის. ამიტომ, მე ამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მიმაჩნია, რომ ენმ-ს ერთიანობა, სიძლიერე და სიმტკიცე აუცილებელია რეჟიმის დასამარცხებლად, ყოველთვის ვცდები, რომ ხელი შევუწყო მაინტეგრირებელ და გამაერთიანებელ პროცესებს, ნაცვლად საპირისპიროსი. არ მაქვს გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, ვიყრი თუ არა კენჭს არჩევნებში”, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.
