მიხეილ სააკაშვილის განცხადების შემდეგ, ნანუკა ჟორჟოლიანი პირველ კომენტარს “ტვ პირველთან” აკეთებს – ტელეწამყვანის თქმით, თინა ბოკუჩავას საჯაროდაც არ დაუმალავს, რომ თანათავმჯდომარეობის კატეგორიული წინააღმდეგია, ამიტომაც, მისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოსტში ახალი ამ კუთით არაფერია.
რაც შეეხება პარტიაში კრიზისს, რაზეც სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ჯერ ის მხოლოდ ერთ რეგიონში იმყოფებოდა.
“რეგიონებში ვაპირებ ჩასვლას, მიხეილ სააკაშვილმა უნდა იცოდეს, პარტია მისგან რას ითხოვს” – ეუბნება ჟორჟოლიანი “ტვ პირველს”.
“ეს არის პარტია, რომლისთვისაც ძალიან რთულად მისაღებია სიახლეებია. ამაში ვგულისხმობს, რომ ეს საჭიროებს ჩართულობას. ეს არის პრტია, რომელიც ჯერ იყო ოპოზიციაში, შემდეგ წავიდა ხელისუფლებაში, შემდეგ ოპოზიციაში – ჩემი აზრით, ერთადერთ პარტიაა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა და შანსი, რომ კიდევ აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე. ამიტომ, წარმოიდგინეთ, რამდენი რამ გაიარა ამ პარტიამ და მათმა მხარდამჭერებმა რამდენი რამ გაიარეს. ახლა ეს ადამიანები 2012 წლიდან დღემდე არიან ძალიან რთულ წნეხში და ამიტომ, ამ ადამიანებს აქვთ ძალიან სწორი მოთხოვნა, რომ იყვნენ პროცესების მონაწილეები. თინამ ინგასთან ეს თქვა, რომ კატეგორიული წინააღმდეგი იყო თანათავმჯდომარის. რავიცი ამაში ახალი არაფერია. მე არ ვიცი, არ ვიცნობ, ის რომ ერთი რეგიონი ვნახე ჯერ, საერთო სურათს ვერ შემაქმნევინებდა. მეორე საკითია ის, რომ სხვა რეგიონებში ვაპირებ ჩასვლას, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობს – მიშამ უნდა იცოდეს, პარტია მისგან რას ითხოვს”, – აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.
