Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მსჯავრდებულ ია დასახველიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გამაჩნია, მისი დაკავების მიზნით განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები” – პროკურორი

June 19, 2026
“მსჯავრდებულ ია დასახველიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გამაჩნია, მისი დაკავების მიზნით განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები” – პროკურორი

4 ოქტომბრის საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას ინფორმაციით, მათთვის ამჟამად უცნობია ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მსჯავრდებულის, ია დარახველიძის ადგილსამყოფელი.

პროკურორის განმარტებით, ის ვალდებული იყო სასამართლო პროცესებზე გამოცხადებულიყო, თუმცა დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა.

ამასთან, როგორც პროკურორმა სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მის მიმართ განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები და განაჩენი აღსრულდება მისი ადგილსამყოფლის დადგენის და დაკავების შემდეგ.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის, ის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები და სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. მათგან ერთ-ერთმა პირმა განცხადებით მიმართა პროკურატურას შეთანხმების დადების მოთხოვნით, თუმცა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სურდა, მის მიმართ საქმე დასრულებულიყო არსებითი განხილვის შედეგად.

რაც შეეხება ია დარახველიძეს, როგორც სასამართლომ განმარტა, ის ცნობილია დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რაც შეეხება სასჯელის ზომას, ამასთან დაკავშირებით განმარტებას თავად სასამართლო გააკეთებს. რაც შეეხება მის ადგილსამყოფელს, აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე მე არ გამაჩნია თუ სად იმყოფება, თუმცა მის მიმართ განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები და განაჩენი აღსრულდება მისი ადგილსამყოფლის დადგენის და დაკავების შემდეგ. იგი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომებზე, თუმცა დღევანდელ სხდომაზე ის არ გამოცხადდა,“ – განაცხადა ვაჟა თოდუამ.

ამასთან, მისი თქმით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულად ცნობილი იყო 15 პირი. მათგან 8 პირმა მიმართა განცხადებით პროკურატურას, აღიარეს დანაშაული, უდავოდ ცნეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და მოითხოვეს შეთანხმების გაფორმება, რის შედეგადაც, მათ სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, რაც ჩაეთვალათ პირობით მსჯავრად.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი და კიდევ 6 პირი – ია დარახველიძე, დავით ჟღენტი, კონსტანტინე კოკაია, კახაბერ მჟავანაძე, ზაქრო ალბუთაშვილი და დავით სტურუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.

მისი განაჩენით, ექვს მათგანს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხდომათა დარბაზში დააკავეს გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში მყოფი ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „მოქალაქეების“ ინფორმაციით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „რუსთავი 2-ის“ მიერ ალეკო ელისაშვილის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების ფაქტი დაადგინა
  • “კატეგორიულად მიუღებელია იმ ტიპის ძალადობრივი ქმედებები, რასაც ხელისუფლების შეცვლის მიზნით, 4 ოქტომბერს ჰქონდა ადგილი” – კახა კალაძე
  • “ჩვენი კოლეგები, მეგობრები, ჩვენც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვართ, ასე რომ, მის პაციენტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, ვეცდებით, მაქსიმალურად ვიყოთ ჩართულები” – გიორგი ჩახუნაშვილის შვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge