ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი მზის ალერგიის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს:
“მზის ალერგია ვითარდება სხეულის მზისგან დაუფარავ ადგილებში, კანზე წითელი გამონაყარის სახით, რომელსაც ახლავს ქავილი.
ზოგიერთ ადამიანს აქვს მემკვიდრეობითი ტიპის მზის ალერგია. ზოგს კი უვითარდებათ სხვა ფაქტორებთან ერთად, მზის ზემოქმედებით. (მაგ. მედიკამენტების მიღება და/ან კანზე ზოგიერთი მცენარის შეხება)
მზის ალერგიის მსუბუქი შემთხვევები შეიძლება გაქრეს მკურნალობის გარეშე. უფრო მძიმე შემთხვევების მკურნალობა შეიძლება სტეროიდული კრემებით ან აბებით. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ მზეზე ძლიერი ალერგია, შესაძლოა დასჭირდეთ პრევენციული ზომების მიღება და მზისგან დამცავი ტანსაცმლის ტარება.
რისკ ფაქტორები:
• რასა
ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მზის ალერგია, მაგრამ ის უფრო ხშირია ღია ფერის კანის მქონე ადამიანებში გვხვდება.
• გარკვეული ნივთიერებების გამოყენება და შემდეგ მზის სხივების ზემოქმედება.
მაგალითად: სუნამოები, სადეზინფექციო საშუალებები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები
• გარკვეული მედიკამენტების მიღება
ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა სწრაფად გამოიწვიოს კანის მზით დამწვრობა . მათ შორის ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, სულფატებზე დაფუძნებული წამლები, ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა კეტოპროფენი, ორალური კონტრაცეპტივები, სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტები (ტერბინაფინი, იტრაკონაზოლი), კარდიალური საშულებები (ამიოდარონი, ენალაპრილი), შარდმდენი პრეპარატები და სხვა.
• კანის სხვა დაავადებები
მაგალითად დერმატიტი ზრდის მზის ალერგიის რისკს.
• გენეტიკური ფაქტორი
უფრო სავარაუდოა, რომ მზეზე ალერგია გქონდეთ, თუ გყავთ და-ძმა ან მშობელი მზის ალერგიით.” – ნათქვამია განცხადებაში