ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – გზების დეპარტამენტის ცნობით, მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია.
“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე (სოფ. მაღაროსკარი), ძლიერი წვიმის შედეგად, განვითარდა მეწყერი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა” – წერს უწყება.
