Thursday, June 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სასამართლო პროცესზე მოწმემ მამუკას და ბადრის დაადო თავიდან ხელი, მერე თქვა, რომ იქ სხვა ლიდერებიც იყვნენო” – ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

June 18, 2026
“სასამართლო პროცესზე მოწმემ მამუკას და ბადრის დაადო თავიდან ხელი, მერე თქვა, რომ იქ სხვა ლიდერებიც იყვნენო” – ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

სასამართლო პროცესზე მოწმემ მამუკას და ბადრის დაადო თავიდან ხელი – მერე თქვა, რომ იქ სხვა ლიდერებიც იყვნენო. ადვოკატებმა ჰკითხეს, თუ შეგიძლია გვითხრა, „კოალიცია ცვლილებები“ ერთი პარტია არის, თუ რა არისო და მოწმემ თქვა, რომ ერთი პარტია არისო. შემდეგ ჰკითხეს, ამ პარტიის ლიდერები თუ შეეძლო ჩამოეთვალა და არ ვიციო. მერე, თავის საწინააღმდეგო რაღაცებიც თქვა, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც განმარტა, თუ რა ისაუბრა ე.წ. საბოტაჟის საქმეზე პროკურატურის მოწმემ, პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა კახა ლამაზოშვილმა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, გასაგებია, რატომ არ უშვებს სასამართლო მედიას ე.წ. საბოტაჟის საქმის გასაშუქებლად, რადგანაც შეშვების შემთხვევაში ჟურნალისტები ბევრ „სასაცილოს და უზუსტობას აღმოაჩენენ“.

„მოწმემ მოყვა, რომ დაინახა, როგორ მიმართა ხალხს მამუკა ხაზარაძემ, რომ პარლამენტის შენობა უნდა ავიღოთო, თუ რაღაც ასეთი. არ ვიცი, მაინც და მაინც რატომ დაადო ხელი მამუკა ხაზარაძეს. მოკლედ, მამუკას და ბადრის დაადო თავიდან ხელი. თქვა, რომ ხალხს მოუწოდესო და მერე ეს ხალხი აგრესიული გახდა, ჩვენ დაგვეჯახნენ და მიიწევდნენ პარლამენტის შენობის აღებისკენო. არ ახსოვს, ზუსტად სად იყო, არ ახსოვს, იქ სცენა იყო, თუ არა. არ ახსოვს მიკროფონი იყო, თუ არა – არაფერი არ ახსოვს საერთოდ, მაგრამ ახსოვს, რომ რაღაც დაინახა, როგორ მოუწოდეს, თუ რაღაც ასეთი. სიტყვები გავიგეო, მაგრამ კონკრეტულად, რა სიტყვები იყო ესეც არ ახსოვს.

მერე, თავის საწინააღმდეგო რაღაცებიც თქვა.

მერე თქვა, რომ იქ სხვა ლიდერებიც იყვნენო და ჩამოთვალა: მელია, გვარამია და ხაბეიშვილი. მერე პროკურორმა წაუკითხა ჩვენება, სადაც წერს, რომ დაინახა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები, გვარამია და მელია როგორ მოუწოდებდნენ ხალხს. ამის შემდეგ ადვოკატებმა კითხვა დაუსვეს, თუ შეგიძლია გვითხრა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთი პარტია არის, თუ რა არისო და მოწმემ თქვა, რომ ერთი პარტია არისო. შემდეგ ჰკითხეს, ამ პარტიის ლიდერები თუ შეეძლო ჩამოეთვალა და არ ვიციო. შვიდჯერ გაუმეორეს ეს კითხვა, და გაიმეორა, რომ არ ვიცი, ვინ არიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებიო და ამ დროს, ჩვენებაში უწერია კონკრეტული რაღაცები.

ბევრჯერ ვთქვი და გავიმეორებ, გასაგებია, რატომ არ გიშვებენ ჟურნალისტებს შიგნით იმიტომ, რომ შეგიძლიათ ბევრი უზუსტობა დაიჭიროთ და ბევრი სასაცილო რაღაც ნახოთ. მთავარი ამბავი, რა არის – ეს ადამიანი ჰყვება, რომ დავინახე, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა მოწოდებები გააკეთეს და აგრესია ამის მერე დაიწყოო, ეს კი 28 ნოემბერს ხდებოდაო. არადა, პირველად ეს ადამიანი გამოკითხული არის მაისში. მას ადვოკატებმა ჰკითხეს, თუ ასეთი საშინელება ნახა, ქვეყანა იქცეოდა და დაინახა, როგორ მოუწოდებდნენ პოლიტიკოსები ხალხს და როგორ აორგანიზებდნენ, სად იყო მაისამდე, რატომ არ დაწერა პატაკი, თუ ასეთი საშინელება ნახა. მოწმე უპასუხა, არ ვიციო“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სეტყვა გოდერძის უღელტეხილზე
  • ცნობილია, რამდენი ხნით აეკრძალა ილია თოფურიას ჩხუბი
  • პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელიც მოქალაქეებს იაპონიიდან ავტომანქანების ჩამოყვანას ჰპირდებოდა, რამდენიმე დაზარალებულს სრული ღირებულება წინასწარ გადაახდევინა, თუმცა ავტომანქანები არ ჩამოიყვანა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge