Thursday, June 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფერადი კვამლის გაშვების გამო აქტივისტებს სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ

June 18, 2026
ფერადი კვამლის გაშვების გამო აქტივისტებს სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ

ფერადი კვამლის გაშვების გამო აქტივისტებს სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ. უწყვეტ პროტესტში მონაწილე მოქალაქეები სასამართლოში დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გამართულ მსვლელობაზე ფერადი კვამლის გაშვების გამო დაიბარეს.

როგორც აქტივისტი ნიკოლოზ დარსანია “პირველებს” გვიყვება, მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო, თუმცა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ზეპირი განხილვის გარეშე სისხლის სამართალზე გადააკვალიფიცირა.

აქტივისტის თქმით, საქმის მასალებში წერია, რომ ფერადი კვამლი პიროტექნიკაში გადის.

“დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩემს მიმართ აღიძრა ახალი ადმინისტრაციული საქმე 26 მაისის აქციაზე ფერადი კვამლის გაშვების გამო, თუმცა ეს მოსამართლედ წოდებულმა კობა ჩაგუნავამ ზეპირი განხილვის გარეშე სისხლის სამართალზე გადააკვალიფიცირა. ჩემ შემთხვევაში ეს არის მეორე საქმე, რომელიც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სისხლზე გადამიკვალიფიცირა. საქმის მასალებში წერია, რომ მე მექანიკური ზემოქმედების შედეგად მოვახდინე პიროტექნიკის გამოყენება და ეს არის შეკრება-მანიფესტაციის კანონების დარღვევა და ამის გამო გადამიკვალიფიცირეს სისხლის სამართალზე.

ჩემი აზრით, ეს ემსახურება არა მხოლოდ აქტიური მოქალაქეების დაშინებას, არამედ საზოგადოებაში შიშის და განხეთქილების დათესვას, რომ ვერავინ ვერ გაბედოს რეჟიმის წინააღმდეგ ხმის ამოღება.

კი ბატონო, მასე დაწერეს, რომ პიროტექნიკაში გადის [ფერადი კვამლი], იგივე მუხლია, რაც გზის გადაკეტვა და ამის გამო გადააკვალიფიცირეს სისხლზე. არ მგონია ეს იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რადგან ჩვენ ხშირად ვხედავთ ფეხბურთის მარშების დროს როგორ იყენებენ ამ კვამლს, ან როცა ბავშვი უჩნდება ოჯახს, როგორ იყენებენ ამ კვამლს გენდერის გასაგებად,” – ამბობს ნიკოლოზ დარსანია.

აქტივისტი, ლაშა კაცია ამბობს, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის არანაირი კანონი არ არსებობს, თუმცა პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ გაუგონარი კანონები შეაქვთ ძალაში.

“იმ კანონმდებლების ტვინში მაინტერესებს ჩავიხედო მართლა, რა საფრთხეს უქმნის ფერადი კვამლის გაშვება მოქალაქე იქნება ეს, რაღაცა დაწესებულება იქნება, თუ რაღაც საზოგადოებრივი წესრიგი ირღვევა ამით.მართლა ვერ ვხვდები რას ემსახურება, არის ამბავი ის, რომ “ქართული ოცნების” რიგითი ახალგაზრდული ფრთის წევრები როდესაც თავიანთ ღონისძიებებს მართავენ და მილიონობით ასეთ კვამლს უშვებენ, მათთვის არანაირი კანონი არ მოქმედებს და ჩვენ შემთხვევაში გაუგონარი კანონები ისევ და ისევ შეაქვთ ძალაში იმიტომ, რომ აქამდე ძალიან ბევრ მარშზე და საპროტესტო აქციაზე ვარ ნამყოფი, სადაც ფერადი კვამლი არასდროს არ ყოფილა პრობლემა,” – ამბობს ლაშა კაცია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა პირს, რომელიც მოქალაქეებს იაპონიიდან ავტომანქანების ჩამოყვანას ჰპირდებოდა, რამდენიმე დაზარალებულს სრული ღირებულება წინასწარ გადაახდევინა, თუმცა ავტომანქანები არ ჩამოიყვანა
  • “როცა ყველა სხვას ეცინებოდა, შენ ის ადამიანი იყავი, ვისაც ყოველთვის სჯეროდა ჩემი…” – კოტ-დივუარის ნაკრების ფეხბურთელის, იან დიომანდეს წერილი გარდაცვლილ დას
  • “მდინარე ილტო სანაპიროებს ანგრევს და სოფელს უახლოვდება” – რა კადრები ვრცელდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge