შვეიცარიაში ხელოვანებმა არტ-ინსტალაცია შექმნეს, რომელიც სასტუმროს ძალიან ჰგავს, თუმცა სტუმრები ქი დაძინებას ვერ შეძლებენ.
არტ-ინსტალაცია იმით ჰგავს სასტუმროს, რომ იქ საწოლი, მაგიდა და ნათურებია, თუმცა ჭერი, კედლები და კარები არ არის. “ნულვარსკვლავიანი სასტუმრო” შვეიცარიის ერთ-ერთ სოფლის ბენზინგასამართი სადგურის გვერდით მდებარეობს და ნებისმიერ მსურველს უძილო ღამეების ფიქრში გატარებას სთავაზობს.
არტ-ინსტალაციის მიზანია, რომ ადამიანები უძილო ღამეების დროს მსოფლიოში არსებულ პრობლემებზე დაფიქრდნენ. სტუმრების სასაუბრო თემები კლიმატის ცვლილება, ომი და ადამიანების მიერ პლანეტისთვის მიყენებული ზიანია.
“აქ ძილი საერთოდაც არ არის მთავარი. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ადამიანებმა მსოფლიოში არსებული სიტუაცია გაიაზრონ და ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრონ. ახლა ძილის დრო არ არის, არამედ უნდა ვიმოქმედოთ.“ – ამბობს არტ-ინსტალაციის იდეის ერთ-ერთი ავტორი
“ნულვარსკვლავიანი სასტუმროს” მომსახურება, რომელიც საუზმესა და სასმელსაც მოიცავს, 337 დოლარი ჯდება.