Thursday, June 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

8 პოლიტიკოსის საქმე – ვინ დაიკითხება დღევანდელ სასამართლო პროცესზე

June 18, 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში რვა ოპოზიციური ლიდერის პროცესი იწყება. დახურულ სასამართლო სხდომას მოსამართლე თამარ მახარობლიძე წუთი-წუთზე გახსნის.

პროკურატურა დღეს 7 მოწმეს გამოკითხავს, მათ შორის ერთი არის პარლამენტის წარმომადგენელი.

პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე ასევე ჩვენებას მისცემენ ის გამომძიებლები, რომლებმაც ოპოზიციონერი ლიდერების სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს.

8 პოლიტიკოსიდან დღეს განსასჯელის სკამზე ისხდებიან ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი, ბადრი ჯაფარიძე და ზურაბ ჯაფარიძე. პროცესზე არ იქნებიან: ელენე ხოშტარია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და გიოგრი ვაშაძე.

პოლიტიკოსების თქმით, მთავარი მტკიცებულება საქმეში მათი შეხვედრებია უცხოელ პარნტიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

როგორც პროცესის დაწყებამდე მედიასთან “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, აუცილებელია, რომ დევნის საქმეს პასუხი გაეცეს ერთიანობით და სიმშვიდით.

“ამ უსამართლობას და ზეწოლას უნდა ვუპასუხოთ სიმშვიდით, რწმენით, ერთიანობით და ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ დევნაზე. არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს ჩვენი წონასწორობსი დაკარგვა, რადგან ჩვენ გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვის რას ედავება პროკურატურა:

მიხეილ სააკაშვილი – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გიორგი ვაშაძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით – საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ელენე ხოშტარია – ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით – საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პოლონეთში რუსი სატირიკოსი მხატვრის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართულ პასპორტს იყენებდა
  • “ელენე ხოშტარია ციხეში ძალით იწევდა, რომ რაღაც წამებულის გვირგვინი დაედგა” – “ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი სოსიაშვილი
  • “უსამართლობასა და ზეწოლას სიმშვიდით, ერთიანობითა და რწმენით უნდა ვუპასუხოთ” – ბადრი ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge