Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

დედამიწას იუპიტერის ზომის კომეტა უახლოვდება

June 30, 2022
დედამიწას იუპიტერის ზომის კომეტა უახლოვდება

კოსმოსური ობიექტი, სახელად C/2017 K2 (PANSTARRS), შემოკლებით K2, რომელიც პირველად 2017 წელს შენიშნეს, ყველაზე შორეული აქტიური კომეტის სტატუსს 2021 წლამდე ინარჩუნებდა, სანამ პირველობა C/2014 UN271 ბერნარდინელი-ბერნშტაინს არ დაუთმო. მან აირისა და მტვრის გამოყოფა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ჯერ იუპიტერის ორბიტამდეც კი არ იყო მიღწეული. არადა, ასეთ ასტრონომიულ სხეულებს მზესთან ურთიერთქმედების შედეგად სიკაშკაშის მომატება, როგორც წესი, სწორედ ამ რეგიონში მოხვედრისას ახასიათებთ.

ამჟამად ის ბევრად ახლოსაა და სულ მალე, 14 ივლისს, გზად დედამიწას მინიმალურ დისტანციაზე ჩაუვლის, მზეს კი მოგვიანებით, 19 დეკემბერს. ამ დროს კომეტა საკმაოდ განათდება, თუმცა იმდენად არა, რომ შეუიარაღებელი თვალით მარტივად დავინახოთ. ტელესკოპებით მას თავისუფლად დავაკვირდებით, თუმცა სასურველია, ამისთვის ბნელი ადგილი შევარჩიოთ, რომელიც ხელოვნური სინათლით ნაკლებადაა დაბინძურებული.

კანადა-საფრანგეთი-ჰავაის ტელესკოპის (CFHT) მონაცემებით, K2-ის ბირთვის დიამეტრი 30-დან 160 კილომეტრამდე უნდა იყოს, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის თანახმად კი — 18 კილომეტრამდე. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ზუსტ მაჩვენებელს მისი მოახლოებისას დაადგენენ.

ჰაბლის ინფორმაციით, ამ კომეტის აირადი გარსი, რომელიც ბირთვს აკრავს გარშემო, ჟანგბადს, აზოტს, ნახშირორჟანგსა და ნახშირბადის მონოქსიდს შეიცავს. ჩამოთვლილთაგან ყველა კომპონენტი მყარი ფორმიდან აირადში სითბოს გავლენით გადადის. შესაბამისად, მზესთან ჩავლისას საოცარი სანახაობა იქმნება, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

დედამიწას იუპიტერის ზომის კომეტა უახლოვდება

Tags: კომეტა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცნობილია ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა
  • „აიღო ქართული პასპორტი, აქვს ქართული სისხლი ძარღვებში, მაგრამ ვერანაირად ვერ გახდა ქართველი…“ – ვისზე საუბრობს შალვა პაპუაშვილი?
  • „ბავ­შვს სახე აღარ ჰქონ­და, ძალიან დავისტრესეთ…“ – რას ჰყვება გუშინ, რიკოთზე მომხდარი ავარიის თვითმხილველი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge