Wednesday, June 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვაღიარებ, მზად ვარ ზიანის ანაზღაურებისთვის” – რკინიგზაში კორუფციის საქმეზე დაკავებული რევაზ რევაზიშვილი

June 17, 2026
მოსამართლეს ქმრის გათავისუფლების თხოვნით ქალმა მიმართა – მე­უღ­ლე­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ტყი­ბუ­ლის მე­რი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი გაათავისუფლეს

მზად ვარ ზიანის ანაზღაურებისთვის – ამ სიტყვებით მიმართა დღეს სასამართლო საქართველოს რკინიგზაში კორუფციის საქმეზე ბრალდებულმა რევაზ რევაზიშვილმა.

რევაზიშვილმა თქვა, რომ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას და ასევე გამოძიებასთან 2025 წლიდან თანამშრომლობს.

“5 ჯერ ან 6 ჯერ ვარ გამოკითხული. ნებაყოფლობით წარმოვადგინე ყველა დოკუმენტაცია. მოხდა ბრალდების წარდგენა, ვაღიარებ ბრალის ფორმულირებას და იყო ასეთი ფორმულება ბრალდების მხრიდანაც, რომ გირაო უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამ ხალხთან შეხებაა არ მქონია საერთოდ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მზად ვარ ზიანის ანაზღაურებისთვის. ეს განაჩენი არის შაბლონი. ყველა მოწმე გამოკითხულიაა. ახალი დანაშაული როგორ უნდა ჩავიდინო. თქვენც შეიძლება ჩაიდინოთ ახალი დანაშაული”, – თქვა რევაზ რევაზიშვილმა. 

კორუფცია საქართველოს რკინიგზაში – სასამართლომ დაკავებულ 6 პირს – ანზორ ჯამალაშვილს, რევაზ რევაზიშვილს, გიორგი კურტანიძეს, მალხაზ ომარაშვილს, გიორგი მარუქაშვილს და ალექსანდრე ტორიაშვილს აღკვეთის ღონისძიების პატიმრობა შეუფარდა. დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ ხელმძღვანელს, დავით ფერაძეს და ზაზა ბიძინაშვილს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს რკინიგზაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების საქმე გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, სქემის შედეგად სახელმწიფოს 17 მილიონ 391 ათას ლარზე მეტი ზიანი მიადგა.

სუს-მა საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა. ჯამში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, მათგან დაკავებულები არიან: ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, გიორგი კურტანიძე, მალხაზ ომარაშვილი, გიორგი მარუქაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი. ძებნაში იმყოფება დავით ფერაძე და კიდევ ერთი პირი. საქმე ეხება კორუფციულ სქემებს საქართველოს რკინიგზაში.

სუს-ი ამბობს, რომ პასუხისგებაში მიცემული პირები სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე.

გამოძიების თანახმად,  2019 წლის შემოდგომაზე, სს ,,საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სააქციო საზოგადოების კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, ჩამოაყალიბა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი შავი ლითონის შემდგომში სარეალიზაციოდ იმ ფორმით შეგროვება, ტრანსპორტირება, დაჭრა და დახარისხება, რომ შეუძლებელი გამხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა.

სუს-ი ამბობს, რომ დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი, მათ შორის სს ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სამწუხაროა…”- რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი თინა ბოკუჩავაზე
  • 1:0 – პორტუგალია კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაწინაურდა
  • ნანუკა ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge