18 ივნისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივნისს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მაღაროსკარი, თვალივი, გომეწარი, კაწალხევი, ხარტიშო, შარახევი და მიმდებარე სოფლებში;
12:00 საათიდან 18:00 საათამდე, აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წილკანი, ერედა, უფურეთი, ფრეზეთი, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში.
მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
