Wednesday, June 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როგორია ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

June 17, 2026
როგორია ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი გიორგი ველიჯანაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში „გლობალმედის“ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, სოფიო ბაბუციძე აცხადებს, ველიჯანაშვილს ორი ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, უგრძელდება მკურნალობა ზოგად ქირურგიულ განყოფილებაში, დღეს განმეორებითი კვლევების ჩატარება იგეგმება. კვლევის პასუხების მიღების შემდეგ გადაწყვეტს ქირურგი მისი კლინიკიდან გაწერის ალბათობას.

პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისას კრიტიკულად მძიმე იყო, მას აღენიშნებოდა ორი ცეცხლნასროლი ჭრილობა გულ-მკერდისა და წვივის არეში, ჩაუტარდა ოპერაცია, როგორც მუცლის ღრუზე, კონკრეტულად ღვიძლი იყო დაზიანებული, ღვიძლის სამი სეგმენტის გაკერვა ანუ ჰეპატორაფია, ასევე ჩაუტარდა დიდი წვივის ძვალზე ოპერაცია გარე საფიქსაციო მოწყობილობის გამოყენებით. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა ჩატარებული ოპერაციული მკურნალობის სიმძიმეს შეესაბამება. ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ბაბუციძემ.

ცნობისთვის, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე, ნიკა ქარელაშვილის საცხოვრებელ სახლში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 პირი, მათ შორის, ნიკა ქარელაშვილი დაიჭრა. ორი მათგანი, გიორგი ველიჯანაშვილი და კიდევ ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ, ბრალდებულია, სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება ნიკა ქარელაშვილს, ის შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც მე-7 სართულიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაჭრილ პირს, რომელიც სავარაუდოდ, ბრალდებულია, კლინიკა „ჰელსიკორშია“ მოთავსებული, სადაც მედიკოსები კომენტარს არ აკეთებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციური სამსახური ადასტურებს ელენე ხოშტარიას ქრონიკულ დაავადებებს, მას მრავალი თვეა არ მიეწოდება ადეკვატური სამედიცინო დახმარება” – თინა ბოკუჩავა
  • რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • 17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge