იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში დეკრეტული შვებულებით 284-მა კაცმა ისარგებლა – ინფორმაციას ამის შესახებ BMG სოციალური მომსახურების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში დეკრეტული შვებულებით 4 560-მა ქალმა ისარგებლა.
სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცი მშობლების დეკრეტის შემთხვევების უმრავლესობა თბილისზე მოდის, სადაც წელს ამ შესაძლებლობით 180-მა მამამ ისარგებლა.
