Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გვწამს, რომ სიწმინდეების დაზიანებით შეუძლებელია იმ სულიერი ძალის შერყევა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აერთიანებდა და ამაგრებდა უკრაინელ ერს” – მეუფე ზენონ იარაჯული

June 17, 2026
“გვწამს, რომ სიწმინდეების დაზიანებით შეუძლებელია იმ სულიერი ძალის შერყევა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აერთიანებდა და ამაგრებდა უკრაინელ ერს” – მეუფე ზენონ იარაჯული

მეუფე ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“მის უნეტარესობას ეპიფანეს,
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს
უნეტარესო,
ღრმა მწუხარებითა და გულისტკივილით შევიტყვეთ რუსეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული უპილოტო საჰაერო თავდასხმის შესახებ ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდეზე
კიევ-პეჩორის ლავრაზე.
კიევ-პეჩორის ლავრა მხოლოდ უკრაინელი ერის სულიერი საგანძური არ არის; იგი მთელი მართლმადიდებელი სამყაროს ისტორიული მემკვიდრეობის, მონოზვნური ტრადიციისა და ქრისტიანული სულიერი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია.
ამ სიწმინდის წინააღმდეგ განხორციელებული იერიში განსაკუთრებული ტკივილით აღიქმება ყველა იმ ადამიანის მიერ, ვისთვისაც ძვირფასია ეკლესიის სიწმინდეები, ისტორიული მეხსიერება და ის მრავალსაუკუნოვანი სულიერი ღვაწლი, რომელსაც ეს წმინდა სავანე დღემდე ინახავს.
ამ მძიმე ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა, სოლიდარობა და ლოცვითი თანადგომა. ვევედრებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს- წმინდა ორანტას, „კიევის ურღვევ კედელს“,- თავისი საფარველი გადააფაროს განსაცდელში მყოფ უკრაინას, განამტკიცოს მისი მორწმუნე ერი და მალე მოანიჭოს ქვეყანას სამართლიანი და მყარი მშვიდობა.
გვწამს, რომ სიწმინდეების დაზიანებით შეუძლებელია იმ სულიერი ძალის შერყევა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში აერთიანებდა და ამაგრებდა უკრაინელ ერს. რწმენა, იმედი და სიყვარული ყოველთვის აღემატება ძალადობას, ნგრევასა და სიძულვილს.
გისურვებთ უფლის შეწევნასა და მფარველობას თქვენ, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიასა და მთელ უკრაინელ ხალხს.
ღრმა პატივისცემითა და ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით
ზენონი
დმანისისა და აგარაკ- ტაშირის
მთავარეპისკოპოსი” – წერს მეუფე ზენონ იარაჯული.

15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრა დაბომბა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თუ ელენე ხოშტარიას შესაბამისი მკურნალობა არ დაენიშნა, შესაძლოა, ციხიდან ეტლით გამოვიდეს” – თინა ბოკუჩავა
  • თბილისის შემოვლითი გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
  • “თავისუფლება ელენე ხოშტარიას” – რუსთავის ციხესთან ქალი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge