იტალიელი სენატორი ივან სკალფაროტო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სოციალურ ქსელ იქსზე ეხმაურება და დაკავებული ქალი პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
ნამდვილი ევროპა საქართველოში არის ელენე ხოშტარია და არა ისინი, ვინც მას ციხეში კეტავენ – წერს იტალიელი სენატორი.
“საქართველოს ლიბერალი ოპოზიციის ლიდერი ელენე ხოშტარია რეჟიმის პლაკატზე „რუსული ოცნება“ დაწერისთვის დააპატიმრეს. ახლა ექიმები აფრთხილებენ, რომ სათანადო მკურნალობის გარეშე მას შეუქცევადი ზიანი ემუქრება – და ციხე დუმს. ნამდვილი ევროპა საქართველოში არის ის (ელენე ხოშტარია) და არა ისინი, ვინც მას ციხეში კეტავენ. გაათავისუფლეთ იგი. #გაათავისუფლეთხოშტარია”, – წერს ივან სკალფაროტო.
დღეს ელენე ხოშტარიას ადვოკატმა განაცხადა, რომ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ის გადასაადგილებლად ხელჯოხს იყენებს.
შოთა თუთფერიძის საგანგებო მიმართვას პენიტენციური სამსახური გამოწხმაურა. უწყების ინფორმაციით, ხოშტარიას მდგომარეობის პერიოდულ დამძიმებას იწვევს ქრონიკული დაავადება.
