სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებულ გიორგი კურტანიძეს ბრალად ედება ორგანიზებული თაღლითობა, ყალბი ანგარიშფაქტურის შექმნა და ფულის გათეთრება.
განცხადება ბრალის წარედგინის შემდეგ მისმა ადვოკატმა დიანა გვიშიანმა მედიასთან გააკეთა.
მისივე თქმით, გიორგი კურტანიძე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ამ ეტაპზე იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ძალიან დიდი მოცულობის არის საქმე, თითქმის 50 ტომია. დეტალურად გაცნობა ვერ მოვასწარით, თუმცა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ბრალთან მიმართებით ჩვენი პოზიცია გვექნება. ბრალად ედება ორგანიზებული თაღლითობა, ყალბი ანგარიშფაქტურა და ფულის გათეთრება მას ნამდვილად ჰქონდა შპს და ნამდვილად იყო მისი დირექტორი, თუმცა დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას უარყოფს”, – განაცხადა დიანა გვიშიანმა.
