Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“არანაირი უკან დახევა არ იქნება, „გამჭვირვალობის კანონმა“ და „ფარამ“ შექმნა შესაძლებლობა, რომ აქ უსამშობლოების დაფინანსება მნიშვნელოვანწილად შემცირდა” – ირაკლი ზარქუა

June 17, 2026
„ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში და ოკეანეში უნდა გადააგდოს“ – ირაკლი ზარქუა ოპოზიციას

x

„გამჭვირვალობის კანონს“ არ გავიწვევთ, ეს კანონი ჩვენს ქვეყანას სჭირდება – არანაირი უკან დახევა არ იქნება, „გამჭვირვალობის კანონმა“ და „ფარამ“ შექმნა შესაძლებლობა, რომ აქ უსამშობლოების დაფინანსება მნიშვნელოვანწილად შემცირდა, – ამის შესახებირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზადაა, ნებისმიერ ევროპულ თუ არაევროპულ კეთილმოსურნეს აუხსნას, რისთვის იქნა მიღებული „გამჭვირვალობის კანონი“.

„ჩვენ მაშინაც ვთქვით და ახლაც ვამბობთ, რომ მზად ვართ, ვისაც აქვს ინტერესი და სურვილი, ავუხსნათ ამ კანონის მნიშვნელობა, რატომ იქნა მიღებული. ამას გულისხმობს ბატონი სამხარაძე. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ ევროპულ თუ არაევროპულ კეთილმოსურნეს ავუხსნათ, „გამჭვირვალობის კანონი“ რისთვის იქნა მიღებული. თუ ექნებათ საპირისპირო არგუმენტები, ჩვენ მოვისმენთ და ვიმსჯელებთ.

არანაირი უკან დახევა არ იქნება, იმიტომ რომ „გამჭვირვალობის კანონმა“ და „ფარამ“ შექმნა შესაძლებლობა, რომ აქ უსამშობლოების დაფინანსება მნიშვნელოვანწილად შემცირდა. ევროკავშირის ქვეყნების ნაწილიც კი იღებენ გადაწყვეტილებას, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ მიიღონ. საქართველოს კი „აშავებდნენ“, აშანტაჟებდნენ, ემუქრებოდნენ ამ კანონის გამო. ახლა თურმე ყველასთვის აუცილებელი ყოფილა ეს კანონი.

„გამჭვირვალობის კანონი“ მნიშვნელოვანია. ის მოქმედებს და მომავალშიც ასე იქნება. ვინმეს თუ კითხვა აქვს, მზად ვართ ამ თემაზე ვისაუბროთ, არგუმენტირებულად ავუხსნათ, თუ რატომ იქნა ეს კანონი მიღებული.

უკან დახევა რა შუაშია?! ამ კანონს არ გავიწვევთ, იმიტომ რომ ეს კანონი სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ლუქსემბურგის მხარეს სთხოვა, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ საკითხი დააყენოს.

მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ლუქსემბურგის მხარეს იმის შესახებ, თუ რა ხდება, როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში.

„ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ – მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით,” – განაცხადა სამხარაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თუ ელენე ხოშტარიას შესაბამისი მკურნალობა არ დაენიშნა, შესაძლოა, ციხიდან ეტლით გამოვიდეს” – თინა ბოკუჩავა
  • თბილისის შემოვლითი გზის კიდევ ორი მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
  • “თავისუფლება ელენე ხოშტარიას” – რუსთავის ციხესთან ქალი პოლიტიკოსები შეიკრიბნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge