მომღერალი, სტეფანე მღებრიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც დემნა გვასალიას მიერ შექმნილ ტალახიან ჩექმაზე კომენტარს აკეთებს:
„დაახლოებით 12 წლის წინ Bikkembergs-ში ჩექმა ვიყიდე, იყო ნათრევი და ტალახიანი. მახსოვს ძვირი ღირდა და მაინც ვიყიდე.
თბილისში რომ ჩამოვედი, რამდენჯერაც სადმე წასვლა გადავწყვიტე და ჩავიცვი, ყველა ჯერზე ვიფიქრე, ვერავინ ვერ მიხვდება რომ ასეთი დაქანცული ჩექმა შეიძლება იყოს ახალი, არც ერთხელ არ მცმია და რას ჰგავს უნდა ნახოთ.
დღეს vetements-მა გამოუშვა ტალახიანი ჩექმა, სადაც ქართველები უკომენტარებენ: “ოპენეარებია?“- წერს მღებრიშვილი.