იცოდა თუ არა, თინა ბოკუჩავამ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს თავმჯდომარეობას სთავაზობდა – როგორც ენმ-ის ლიდერმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ეს პრეზიდენტ სააკაშვილს თავად არსად არ დაუწერია და პოლიტიკური ჭორობა მისი ინტერესი არ არის“.
ეს პრეზიდენტ სააკაშვილს თავად არსად არ დაუწერია… მე არასდროს არ ვერთვები ხოლმე ასეთ დისკუსიებში. აქ არის პოსტი, რომლითაც მე ვხელმძღვანელობ… პოლიტიკური ჭორაობა ჩემი სფერო და ინტერესი არასდროს არ იყო, – თქვა მან.
თუმცა ისიც აღნიშნა, რომ პარტიაში ორხელისუფლებიანობა მისთვის მიუღებელია და არ ემხრობა.
