მოცეკვავემ თეა დარჩიამ „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ იმ დილის რუტინაზე ისაუბრა, რომელიც მას კანის სიჯანსაღის შენარჩუნებაში ეხმარება:
„ფანტასტიკური რუტინა მაქვს ერთი. ორი სუფრის კოვზი სელი ერთ ჭიქა წყალში, 15 წუთი ადუღებ, გაცივდება, წურავ. ჟელატინივით მასას მიიღებ. მერე ამას ყინულის ფორმაში ჩაასხამ, შეაგდებ მაცივარში და დილით რომ იღვიძებ, სახეზე იდებ. თუ სანაპიროზე ხარ და დაგცხა, მთლიანად ტანზე გადაიტარებ. ძალიან სასიამოვნოა, გაგრილებს და რას შვრება, იცი? სასწაულს! კანი გემრიელად რომ მოიჭიმება, ჩამოიბან გრილი წყლით და სახე მიდგმული გაქვს.
სხეულის მოვლას რაც შეეხება, ყველაფერი ინდივიდუალურია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ასაკში ერთადერთი ის მომენტია, რომ თუ ისეთივე დღის განრიგი გაქვს და ისევ იმ რიტმით ცხოვრობ, არ შეანელე, მაშინ სხეული მოგყვება. უბრალოდ საჭიროა, კიდევ უფრო მეტი წყალი, კიდევ უფრო მეტი ზღვა და და დადებითი ემოციები, იმიტომ, რომ ბავშვებივით სათუთები ვხდებით. ჩვენთვის ცუდი ემოცია უფრო ცუდად მუშაობს მერე ყველაფერზე,“- განაცხადა მოცეკვავემ.