Tuesday, June 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მთლიანად განადგურებულია ზღუდერის ეკლესია… მის ნაფუძარზე ახალი ეკლესიის მშენებლობა უნებართვოდ დაიწყო” – ჩუბინაშვილის ცენტრი

June 16, 2026
“მთლიანად განადგურებულია ზღუდერის ეკლესია… მის ნაფუძარზე ახალი ეკლესიის მშენებლობა უნებართვოდ დაიწყო” – ჩუბინაშვილის ცენტრი

ქარელში მდებარე მრავალსაუკუნოვანი ტაძარი განადგურებულია – ჩუბინაშვილის ცენტრის ინფორმაციით, მეექვსე საუკუნეში აშენებული ზღუდერის ეკლესია მიწასთანაა გასწორებული და მის ადგილზე ახალი ტაძარი შენდება.

დანგრევა უნებართვოდ მოხდა, თუმცა ძეგლთა დაცვის სააგენტომ ამბავი დამალა. ექსპერტებმა მხოლოდ 1 წლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სამნავიანი ბაზილიკის ადგილზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა, ნანგრევებიღა დარჩა.

“შაბათს, 13 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ მთლიანად განადგურებულია ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ზღუდერის ეკლესია – VI საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, გადაკეთებული X და შემდეგ XIV საუკუნეებში და ნაწილობრივ დანგრეული საბჭოთა პერიოდში. შენობა წარმოადგენდა ადრეული შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვან ნიმუშს და მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. მის ნაფუძარზე თანამედროვე მასალებით ახალი ეკლესიის მშენებლობა მიმდინარეობს.
როგორც ახლა ირკვევა, ძველი ეკლესია ჯერ კიდევ შარშან დაუნგრევიათ, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ არაფერი თქმულა. რომ არა გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული კვლევითი ცენტრის თანამშრომლის თამთა დოლიძის ჩასვლა ზღუდერში, ეს აღმაშფოთებელი ფაქტი ალბათ კიდევ კარგა ხანს დარჩებოდა უცნობი საზოგადოებისათვის.
კვირას, 14 ივნისს გავრცელდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ძეგლის დანგრევა და მის ადგილას ახალი მშენებლობის დაწყება მოხდა უნებართვოდ. განცხადებიდან ჩანს, რომ სააგენტო უკვე ერთი წელია საქმის კურსშია, მაგრამ ვერაფერი გააწყო აშკარა უკანონობის აღსაკვეთად. მოხდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს მოთხოვნისა თუ მითითებების სრული უგულებელყოფა, რასაც შეეწირა მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი.
ეს ამბავი ცხადად გვიჩვენებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში შექმნილ საგანგაშო ვითარებას. ბუნებრივია, სააგენტოს აქვს პასუხისმგებლობის თავისი წილი, მაგრამ ვითარება ვერ გამოსწორდება ვერც მარტოოდენ ამ ორგანიზაციის სისტემური რეფორმით (რომელიც თავისთავად აუცილებელია) და ვერც საკადრო ცვლილებებით, თუ კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთმნიშვნელოვანი პრიორიტეტი არ გახდება ისტორიული ძეგლების დაცვა ხელყოფის მცდელობებისაგან – დამოუკიდებლად იმისა, თუ ვისგან მოდის ეს მცდელობა.
ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია მსგავსი უხეში დარღვევების შესახებ დაუყოვნებლივ სრულად მიაწოდოს ექსპერტთა წრესა და საზოგადოებას, რათა მათზე დროულად მოხდეს ფართო რეაგირება”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ცესკო მივლინებების ხარჯებზე დამატებით განმარტებებს აკეთებს
  • რას წერს სერხიო რამოსი ილია თოფურიაზე
  • ნიკა გვარამია განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge