Tuesday, June 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების მონაწილეები ბრალის წარდგენას ელოდებიან

June 16, 2026
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების მონაწილეები ბრალის წარდგენას ელოდებიან

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირებიდან, რომლებზეც დაკავების ოქმი შედგა, ერთ-ერთი საავადმყოფოშია.

როგორც “ტვ პირველს” მისი ადვოკატი, ლაშა ცუცქირიძე უყვება მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციისთვის გამოკითხვის სახით ინფორმაცია არ მიუწოდებია. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ დაპირისპირებაში მონაწილე პირი პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათი იმყოფებოდა მაშინ, როდესაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა.

ლაშა ცუცქირიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, თუმცა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.

ადვოკატი ბრალის ოფიციალურ წარდგენას, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ელოდება.

“ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ინფორმაცია გამოკითხვის სახით პოლიციისთვის არ მიუწოდებია, თუმცა ჩემთვის რაც არის ცნობილი, რამდენიმე საათი იმყოფებოდა პოლიციის სამმართველოში იმ მდგომარეობაში, როცა მას გადაუდებლად ესაჭიროებოდა ოპერაციის ჩატარება და უკვე სამმართველოდან გადაყვანილი იქნა კლინიკაში და ჩაუტარეს ოპერაცია. ერთადერთი რაც ჩემთვის არის ცნობილი, გუშინ საღამოს საათებში საგამოძიებო ორგანომ დაკავების ოქმი შეადგინა ჩემი დასაცავი პირის მიმართ. თვითონაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, გარდა იმისა, რომ კლინიკაში გადის მკურნალობას და ფიზიკურადაც არ არის [კარგ] კონდიციაში, თვითონაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, ვინაიდან საკუთარი ბავშვობის მეგობრის გარდაცვალება ჩემგან გაიგო.

სავარაუდოდ დღის ბოლომდე ველოდებით უკვე ოფიციალურად ბრალის წარდგენას,” – ამბობს ლაშა ცუცქირიძე.

ამასთან, დაპირისპირების დროს დაიჭრა კიდევ ერთი პირი, რომელსაც Global Med-ის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. საავადმყოფოს წარმომადგენლის თქმით, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაშავებულთან საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ჯერ არ შესულან.

“პაციენტს მიყენებული ჰქონდა ორი ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდის და წვივის არეში, გუშინ ჩაუტარდა ტრავმატოლოგიური ოპერაცია – წვივის ძვლის ფიქსაცია, გარე საფიქსაციო მოწყობილობით. პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. საგამოძიებო სამუშაოები მასთან არ მიმდინარეობს, გამომდინარე პაციენტის მდგომარეობიდან. ამჟამად პაციენტი თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.

პაციენტი განაგრძობს მკურნალობას ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში, არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რამდენიმე დღე დაყოვნდება კლინიკაში,” – ამბობს Global Med-ის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ერთ პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული.

ამასთან, შსს-ს განცხადებით, დაპირისპირების დროს, ერთ-ერთი დაჭრილი, ნიკა ქარელაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ერთი ჩვენს ახალ პატრიარქს ჰკითხეთ, რატომ არ იმჩნევს არაფერს…” – რას ამბობს ალეკო ელისაშვილი
  • “მთლიანად განადგურებულია ზღუდერის ეკლესია… მის ნაფუძარზე ახალი ეკლესიის მშენებლობა უნებართვოდ დაიწყო” – ჩუბინაშვილის ცენტრი
  • “ტომოგრაფიით დასტურდება, რომ თვალბუდის მცირე მოტეხილობა აქვს, მაგრამ…” – როგორია ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge