Tuesday, June 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მიზანი მხოლოდ საკუთარი გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება” – სალომე ზურაბიშვილი ფასდაკლებული პროდუქტისთვის საიტის შექმნაზე

June 16, 2026
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მარკეტებში ფასდაკლებული პროდუქტისთვის საიტის შექმნას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ “არ გაგონილა არცერთ ქვეყანაში ფასდაკლების მისაღწევად არც მილიონერების კომისია, არც ახალი საიტის შექმნა”.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ვებ-გვერდის შესაქმნელად გამოყოფილი თანხა ფულის ფლანგვაა და რომ “ქართული ოცნების” მიზანი მხოლოდ საკუთარი გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნებაა.

“არ გაგონილა არცერთ ქვეყანაში ფასდაკლების მისაღწევად არც მილიონერების კომისია, არც ახალი საიტის შექმნა. საინტერესო ის არის ამ თანხების გაფლანგვის და დროში გაწელვის ნაცვლად, რატომ არ მიმართავენ ყველაზე გამოცდილ და უტყუარ მეთოდს: პირველადი მომხმარებლის პროდუქტებზე დღგ-ს დაწევა (მაგალითად 8 ან 5 პროცენტამდე), რაც ყველაზე გაჭირვებულ ფენას დაუყონებლივ შველას მოუტანდა. მაგრამ მიზანი ხომ შველა არაა! არც განვითარება, არც მშვიდობა და არც დამოუკიდებლობის გამყარება… მხოლოდ საკუთარი გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება!” – წერს სალომე ზურაბიშვილი.

სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტებისთვის საიტი შეიქმნება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 53 000 ლარი გამოიყოფა. განკარგულებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

საიტის შესაქმნელად თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გამოეყოფა.
განკარგულების მიხედვით, საიტის შექმნის მიზანი ფასდაკლებული პირველადი მომხმარების პროდუქტების შესახებ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართული კრიტიკული მედიის წარმომადგენლები სტრასბურგში დღეს ევროპარლამენტარებს შეხვდებიან
  • “მიყვარხარ” – ილია თოფურიას კომენტარი ძმის პოსტზე
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჭიათურაში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge