გლდანში ავტომობილი ქვეით გოგოს დაეჯახა – ინფორმაცია “მთავარი” შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაზარალებულს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
