უახლესი ambebi
No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
უახლესი ambebi
No Result
View All Result
Home საინტერესო

კორონავირუსი – 10 მიზეზი, რატომ არ უნდა იყოთ პანიკაში

March 9, 2020
კორონავირუსი – 10 მიზეზი, რატომ არ უნდა იყოთ პანიკაში
Share on FacebookShare on Twitter

ესპანელი მიკრობიოლოგი იგნასიო ლოპეს-გონის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საუბრობს მიზეზებზე, თუ რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო.

„კორონავირუსის გავრცელება სერიოზულ საკითხია. ვირუსი 90-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და ინფიცირებულთა რიცხვი 100 000-ს აჭარბებს. თუმცა, ვირუსთან ერთად მსოფლიო „შიშის პანდემიამაც“ მოიცვა. თითქმის ყველა მედიასაშუალების ყურადღების ეპიცენტრში კორონავირუსია. მართალია, „კოვიდ-19“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მსოფლიო მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარებისთვის ემზადება. ვირუსის გავლენა ბინესსა და პოლიტიკაზე იგრძნობა. თუმცა, ამასთან ერთად, სწორი მიდგომა პანიკას გამორიცხავს. არასწორი იქნება იმის თქმა, რომ „კოვიდ-19“ კარგი ამბავია, თუმცა ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს. არსებობს მიზეზები, რათა ვიფიქროთ, რომ ვირუსის შეჩერება და დამარცხება შესაძლებელია, ასევე, გაკვეთილები, რომლებიც სამომავალოდ უნდა გავითვალისწინოთ“, – აცხადებს ესპანელი მიკრობიოლოგი.

ავიაბილეთები

იგნასიო ლოპეს-გონისი ასახელებს ათ მიზეზს, რატომ არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში:

1. ვირუსი ჩვენთვის ცნობილია

შიდსის პირველი შემთხვევა 1981 წელს გამოვლინდა, თუმცა დაავადების გამომწვევი ვირუსის იდენტიფიცირებას ორი წელი დასჭირდა. რაც შეეხება „კოვიდ-19“-ს, ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთების პირველი შემთხვევა ჩინეთში 2019 წლის 31 დეკემბერს დააფიქსირეს, უკვე 7 იანვარს კი ვირუსის იდენტიფიცირება მოხდა. ვორუსის გენომი „კოვიდ-19“ -ის გამოჩენიდან 10 დღეში ხელმისაწვდომი იყო. ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ საქმე გვაქვს ახალი ტიპის კორონავირუსთან 2-ბი ჯგუფიდან, რომელიც კორონავირუსების იმავე ტიპს მიეკუთვნება, რომელსაც „სარსი“. გენეტიკური ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ ვირუსი ბუნებრივად არის წარმოქმნილი და მიუხედავად იმისა, რომ ვირუსები მუტაციას განიცდიან, ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ „კოვიდ-19“-ს მუტაციის მაჩვენებელი არც ისე მაღალია.

2. „კოვიდ-19“-ის გამოსავლენად ტესტი 13 იანვრიდან არის ხელმისაწვდომი.

3. ჩინეთში სიტუაცია უმჯობესდება

ჩინეთის მიერ დაწესებული მკაცრი კონტროლისა და იზოლაციის ზომები შედეგს იძლევა. უკვე რამდენიმე კვირაა, ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იკლებს. ვირუსის დეტალური ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც. ეპიდაფეთქებები, ძირითადად, სპეციფიკურ რეგიონებში ხდება, რაც ვირუსის კონტროლის საშუალებას იძლევა.

4. ვირუსის შემთხვევათა 80 პროცენტი მსუბუქია

„კოვიდ-19“, ძირითადად, სიმპტომების გარეშე ან მსუბუქად მიმდინარეობს. ასე ხდება შემთხვევათა 81 პროცენტში. რა თქმა უნდა, დანარჩენ 14 პროცენტში ვირუსი პნევმონიას იწვევს, ხუთ პროცენტში კი შეიძლება, კრიტიკული გახდეს და ფატალურად დასრულდეს. ჯერ საბოლოოდ გაურკვეველია, რამდენი შეიძლება, იყოს სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი, თუმცა ის შესაძლოა, იმაზე დაბალი აღმოჩნდეს, ვიდრე ახლა პროგნოზირებენ.

5. ხალხი გამოჯანმრთელდა

მედიის მიერ გავრცელებული ცნობები, ძირითადად, ფოკუსირებულია ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასა და გარდაცვალების შემთხვევებზე, თუმცა დაავადებულთა უმეტესობა განიკურნა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გარდაცვლილთა რიცხვს 13-ჯერ აღემატება და ეს პროპორცია იზრდება.

6. ბავშვებში „კოვიდ-19“ მსუბუქად მიმდინარეობს

ვირუსით ინფიცირებულთაგან 20 წლამდე ასაკის ადამიანები მხოლოდ სამ პროცენტს შეადგენენ. გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 40 წლამდე ინფიცირებულებში 0,2 პროცენტს შეადგენს. ბავშვებში ვირუსის სიმპტომები იმდენად მსუბუქი ფორმით ვლინდება, რომ შესაძლოა, შეუმჩნეველიც კი დარჩეს.

7. ვირუსი ემორჩილება დეზინფექციას

ვირუსის დეზაქტივაცია ნებისმიერი ზედაპირიდან შესაძლებელია ეთანოლის ხსნარით (62-71-პროცენტიანი სპირტი), ასევე წყალბადის ზეჟანგით (0,5-პროცენტიანი) ან ნატრიუმის ჰიპოქლორიდის ხსნარით. ეს სულ რაღაც ერთ წუთში ხდება. ინფიცირებისგან თავის არიდების ყველაზე ეფექტიანი გზა საპნით ხელის დაბანაა.

8. მეცნიერები აქტიურად მუშაობენ

ჩვენ მეცნიერების თანამშრომლობის ეპოქაში ვცხოვრობთ. მხოლოდ ერთ თვეში „კოვიდ-19“-ის შესახებ „ფაბ.მედ“-ში 164 სტატია გამოქვეყნდა. საუბარია ვაქცინების, სამკურნალო მეთოდების, ეპიდემიოლოგიურ, გენეტიკურ, დიაგნოსტიკურ, კლინიკურ კვლევებზე. პუბლიკაციებზე მუშაობდა 700-ზე მეტი ავტორი. ეს კორპორატიული, საერთო და ღია კვლევებია. 2003 წელს, ატიპური პნევმონიის გავრცელების დროს, ანალოგიური რაოდენობით პუბლიკაციების გამოქვეყნებას ერთი წელი დასჭირდა.

9. ვაქცინის პროტოტიპი უკვე არსებობს

ახალი ვაქცინების შექმნის შესაძლებლობა დღეს აღფრთოვანებას იწვევს. უკვე მიმდინარეობს რვა პროექტზე მუშაობა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას ცდილობენ.

ავსტრალიაში, ქუინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა უკვე განაცხადა, რომ ვაქცინის პროტოტიპი შექმნეს. ის დაფუძნებულია ახალ ტექნოლოგიაზე.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, რომ ვაქცინის შექმნა რეკორდულ დროშია შესაძლებელი. ვაქცინების კლინიკური გამოცდა ადამიანებზე სავარაუდოდ უახლოეს ხანში დაიწყება.

10. ანტივირუსული პრეპარატების გამოცდა დაწყებულია

ვაქცინები პრევენციისთვის არის საჭირო. თუმცა, დღეს მნიშვნელოვანია ინფიცირებულების მკურნალობა. კორონავირუსის მკურნალობის 80-მდე მეთოდის კლინიკური ცდები უკვე მიმდინარეობს. საუბარია უკვე არსებულ ანტივირუსულ მკურნალობის მეთოდებზე, რომლებიც სხვა ინფექციების საწინააღმდეგოდ გამოიყენება და ეს მეთოდები უსაფრთხოა. მათ შორის ერთ-ერთია პრეპარატი რემდესივირი, რომლის კლინიკური გამოცდა ადამიანებზე დაწყებულია. ასევე, მიმდინარეობს იმ პრეპარატებისა და მეთოდების გამოცდაც, რომლებიც ებოლასა და „სარსის“ ან „მერსის“ წინააღმდეგ გამოიყენებოდა.

„კოვიდ-19“-ის კიდევ ერთი პოტენციური სამკურნალო პრეპარატი არის ქლოროქინი, რომელსაც მალარიის სამკურნალოდ იყენებდნენ და მას ძლიერი ანტივირუსული მოქმედება გააჩნია. ცნობილია, რომ ქლოროქინი ვირუსულ ინფექციას ბლოკავს და მის ორგანიზმში მოხვედრას ხელს უშლის. ამ მეთოდს უკვე იყენებენ „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ფილტვების ანთების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

კიდევ ერთი კვლევის ავტორები კორონავირუსის სამკურნალოდ ოსელტამივირის, ინტერფერონ ბეტასა ან განკურნებული ადამიანების ანტიშრატისა ან მონოკლონალური ანტისხეულების გამოყენების წინადადებით გამოდიან.

ზოგიერთი გამოდის ინიციატივით, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ე.წ. დამთრგუნველი პრეპარატების თერაპია იყოს გამოყენებული. მაგალითად ისეთის, როგორიც არის ბარიკიტინიბი.

კაცობრიობის ისტორიაში 1918 წლის გრიპის პანდემიას 25 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შეიძლება, ახლაც ასეთი რამ მოხდეს? სავარაუდოდ არა. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ პანდემიისთვის ისე კარგად მომზადებულები, როგორც ახლა ვართ.

წყარო: 1tv.ge

 376 ნახვა

სხვა ამბები

თბილისის ნაწილს გაზის მიწოდება 25 საათით შეუწყდა – შეამოწმეთ თქვენი მისამართი
საზოგადოება

გაზქურა სახლში ჰაერის დაბინძურების დადგენილ ზღვარს არღვევს და ბავშვებში ჯანმრთელობის პრობლემების რისკებს ზრდის? – ახალი კვლევის შედეგები

March 1, 2023
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საზოგადოება

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

January 24, 2023
18 იანვრის ღამეს უიშვიათესი შესაძლებლობა გეძლევათ – როგორ ჩავიფიქროთ სურვილი, რომელიც აუცილებლად ახდება
საზოგადოება

18 იანვრის ღამეს უიშვიათესი შესაძლებლობა გეძლევათ – როგორ ჩავიფიქროთ სურვილი, რომელიც აუცილებლად ახდება

January 18, 2023
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2023 წელს სიყვარულსა და ფინანსებში გაუმართლებთ
საზოგადოება

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც 2023 წელს სიყვარულსა და ფინანსებში გაუმართლებთ

January 17, 2023
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საზოგადოება

12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

January 11, 2023
ბოლო 50 ათასი წლის განმავლობაში პირვლად დედამიწის ცაზე მწანე კომეტა გამოჩნდება
საზოგადოება

ბოლო 50 ათასი წლის განმავლობაში პირვლად დედამიწის ცაზე მწანე კომეტა გამოჩნდება

January 10, 2023
შემდეგი ამბავი
“ტრაგიკულად დაეღუპა 20 წლის არაჩვეულებრივი ვაჟი” – აქამდე უცნობი ფაქტები ამირან გამყრელიძის ცხოვრების შესახებ

"ტრაგიკულად დაეღუპა 20 წლის არაჩვეულებრივი ვაჟი" - აქამდე უცნობი ფაქტები ამირან გამყრელიძის ცხოვრების შესახებ

(VIDEO) საკადრო ცვლილებები მთავრობაში: ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრად

(VIDEO) საკადრო ცვლილებები მთავრობაში: ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრად

პოპულარული

როგორია რუსთავში ფანჯრიდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგოს მდგომარეობა?
საზოგადოება

როგორია რუსთავში ფანჯრიდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგოს მდგომარეობა?

2 hours ago
🎥VIDEO: “მე რატო არ მეჩალიჩები შალვა” – ლალი მოროშკინა რამიშვილს პირდპირ ეთერში
საზოგადოება

🎥VIDEO: “მე რატო არ მეჩალიჩები შალვა” – ლალი მოროშკინა რამიშვილს პირდპირ ეთერში

2 hours ago
“ეს არავინ იცოდა ისეთ დარდს ატარებდა გულით..” –  ეს მამუკაზე არავინ იცოდა, საიდუმლოს ფარდა აეხადა
საზოგადოება

“ეს არავინ იცოდა ისეთ დარდს ატარებდა გულით..” – ეს მამუკაზე არავინ იცოდა, საიდუმლოს ფარდა აეხადა

3 hours ago
9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
საზოგადოება

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

3 hours ago
ერთაწმინდაში სახლი, სადაც ხანდაზმული ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, დაიწვა
საზოგადოება

ერთაწმინდაში სახლი, სადაც ხანდაზმული ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, დაიწვა

4 hours ago

გამოგვყევი

უახლესი

როგორია რუსთავში ფანჯრიდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგოს მდგომარეობა?

როგორია რუსთავში ფანჯრიდან გადმოვარდნილი 3 წლის გოგოს მდგომარეობა?

March 24, 2023
🎥VIDEO: “მე რატო არ მეჩალიჩები შალვა” – ლალი მოროშკინა რამიშვილს პირდპირ ეთერში

🎥VIDEO: “მე რატო არ მეჩალიჩები შალვა” – ლალი მოროშკინა რამიშვილს პირდპირ ეთერში

March 24, 2023
“ეს არავინ იცოდა ისეთ დარდს ატარებდა გულით..” –  ეს მამუკაზე არავინ იცოდა, საიდუმლოს ფარდა აეხადა

“ეს არავინ იცოდა ისეთ დარდს ატარებდა გულით..” – ეს მამუკაზე არავინ იცოდა, საიდუმლოს ფარდა აეხადა

March 24, 2023

თეგები

Art Funny Health News Viral ალექსანდრა პაიჭაძე ამინდი ამინდის პროგნოზი ასტროლოგია ბაია პატარაია ბასილაშვილი ბიძინა ივანიშვილი გიორგი ფხაკაძე დემნა გვასალია დომენიკ მანგო დღის ჰოროსკოპი ელექტრომომარაგება ელისო კილაძე ემბერ ჰერდი ვოლოდიმირ ზელენსკი ია ფარულავა ივანიშვილი ილონ მასკი ირაკლი კობახიძე ირაკლი მაქაცარია კალაძე კახა კალაძე ლალი მოროშკინა ლევან კბილაშვილი ლიზა ჩიჩუა მეგი გოცირიძე მიხეილ სააკაშვილი ნათია ფანჯიკიძე ნანუკა ჟორჟოლიანი ნიკა გვარამია სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილი სოფო ნიჟარაძე სტეფანე მღებრიშვილი ქეთა თოფურია ქეთი დოლიძე წყალმომარაგება ხათუნა ხოფერია ჯონი დეპი ჰოროსკოპი
  • მთავარი
  • რეკლამა

© 2021 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • სახალისო ვიდეო
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო

© 2021 Mix.Metronome.Ge

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი

სტატიის სანახავად მოიწონეთ გვერდი