ცნობილი სპორტული ჟურნალისტი დავით ჭელიძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, მრავალი წიგნისა და პუბლიკაციის ავტორის, ქართული სპორტული ჟურნალისტიკის გამორჩეული წარმომადგენლის დავით ჭელიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს, მის ოჯახს და ახლობლებს.
დავით ჭელიძე ათწლეულების განმავლობაში ღირსეულად ემსახურა ქართულ სპორტს, სპორტულ ჟურნალისტიკასა და ოლიმპიურ მოძრაობას. მისი პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, საქმისადმი ერთგულება და სპორტისადმი განსაკუთრებული სიყვარული არაერთი თაობისთვის მაგალითი იყო“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
