UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის მიმართავს.
„ჯასტინ, გილოცავ. შენ თქვი, რომ ჩემს სახეზე შენს კვალს დატოვებდი და ასეც მოხდა. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალით მხედველობა დამაკარგვინე, ხოლო მეორე რაუნდის ბოლოს — მარცხენაშიც. არანაირი თავის მართლება. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი პერიოდი მქონდა. ბრძოლაში მაქსიმალურად მომზადებული, კარგ ფორმაში და სრულიად მზად შევედი. გუშინ შენი ღამე იყო. ასეთია ამ სპორტის ბუნება. დიდება და ტკივილი ერთმანეთის გვერდიგვერდ დადის.
გამოვჯანმრთელდები, დავისვენებ და დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და გაცილებით უფრო საშიში და დამიჯერე, ჩვენი ისტორია ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ რევანში გვექნება“, — წერს ილია თოფურია სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.
დღეს, UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია თეთრ სახლში აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისთვის მიძღვნილ ისტორიულ ბრძოლაში ამერიკელი ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და საჩემპიონო ქამარი დაკარგა.
ილია თოფურია ამ დრომდე შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებალი იყო, მან ზედიზედ 17 ორთაბრძოლა მოიგო. ქართველი UFC-ს ისტორიაში იმ 11 მებრძოლთა შორისაა, რომელთაც ორი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვეს. 2024 წლის თებერვალში ის ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა, ხოლო 2025 წლის ივნისში მსუბუქი წონის ქამარი მოიპოვა.
