ახალი კვირა ტყუპების ნიშანში ახალმთვარეობით იწყება, რაც ახალ ნაცნობობას, მოგზაურობას, სწავლას და ინფორმაციასა თუ კომუნიკაციასთან დაკავშირებული პროექტების დაწყებას წაახალისებს. ბევრი ადამიანი ურთიერთობის წრის განახლების, ზაფხულის გეგმების გადახედვისა და იმ საქმეების ხელში აღების საჭიროებას იგრძნობს, რომელთა დაწყებასაც დიდხანს აყოვნებდა. ამავდროულად, ტყუპების ნიშანში ახლახან შესული ურანის გავლენა ყველას მოულოდნელი გადაწყვეტილებებისკენ, ექსპერიმენტებისა და ქცევის მოძველებული მოდელების უარყოფისკენ უბიძგებს.
ვერძები, ლომები და მშვილდოსნები მოლაპარაკებებში, მგზავრობასა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში განსაკუთრებით გააქტიურდებიან. კუროები, ქალწულები და თხის რქები ყურადღებას ფინანსებზე, სტაბილურობის განმტკიცებასა და შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებაზე გადაიტანენ. კირჩხიბები, მორიელები და თევზები ჩვეულებრივზე მეტად მგრძნობიარენი იქნებიან და დიდ დროს ოჯახსა და ახლობლებს დაუთმობენ. ტყუპები და მერწყულები ახალი ინფორმაციის, ნაცნობობისა და მოულოდნელი ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. სასწორები პარტნიორულ ურთიერთობებში წარმატებას მიაღწევენ და კომპრომისს იმ საკითხებშიც გამონახავენ, სადაც ეს ადრე შეუძლებლად ეჩვენებოდათ.
19 ივნისს ქირონი კუროს ნიშანში გადავა. ეს ტრანზიტი აქცენტს თვითშეფასების, მატერიალური უსაფრთხოებისა და საკუთარი რესურსებისადმი დამოკიდებულების თემებზე გააკეთებს. ბევრი დაფიქრდება იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება მათი მიმდინარე შემოსავალი გაწეულ ძალისხმევას და ფულთან მოპყრობის ჩვევებს გადახედავს. ეს საუკეთესო დროა ზედმეტ ხარჯებზე უარის სათქმელად და გრძელვადიან ფინანსურ მიზნებზე დასაფიქრებლად.
21 ივნისს ზაფხულის მზებუდობაა. ამავე დღეს მზე კირჩხიბის ნიშანში გადავა. კვირის ენერგია ნაკლებად ქაოსური გახდება, რაც საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე კონცენტრირების საშუალებას მოგცემთ. წინა პლანზე ოჯახის, სახლის, ნათესავებთან ურთიერთობისა და შინაგანი კომფორტის საკითხები გადმოვა. ბევრი ადამიანი ხმაურიან თავყრილობებს ახლობლების წრეში ყოფნას ამჯობინებს. კირჩხიბები, მორიელები და თევზები ძალებისა და თავდაჯერებულობის მოზღვავებას იგრძნობენ, კუროები და ქალწულები კი მნიშვნელოვანი კავშირების განმტკიცებასა და გარემოცვისგან მხარდაჭერის მიღებას შეძლებენ.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება 15-21 ივნისის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)
ვერძებს საკმაოდ აქტიური კვირა ელოდება. მოლაპარაკებებისა და უახლოესი მომავლის გეგმების შედგენისთვის საუკეთესო პერიოდია. ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს მგზავრობა, შეხვედრები ან მნიშვნელოვანი დოკუმენტების გაფორმება მოუწევს. კვირის მეორე ნახევარში ყურადღება თანდათან ოჯახსა და საყოფაცხოვრებო საკითხებზე გადავა. მოსალოდნელია ნათესავებისგან სასიამოვნო სიახლეების მიღება ან საცხოვრებელთან დაკავშირებული თემების განხილვა. გამგზავრებამდე და აქტიურ დასვენებამდე ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ (ასევე დაგაინტერესებთ: რეტროგრადული მერკური 2026 წლის ივნისში – ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც მომდევნო კვირების განმავლობაში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ).
კურო (21 აპრილი – 20 მაისი)
კუროებისთვის ეს კვირა ფინანსებთან და მატერიალურ საკითხებთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული. ბევრი მათგანი საკუთარი შემოსავლის პერსპექტივებზე, მსხვილ შენაძენებსა თუ დანაზოგებზე დაფიქრდება. ქირონის ამ ნიშანში გადასვლამ შესაძლოა, მისი წარმომადგენლები აიძულოს, საკუთარ ღირებულებასა და შესაძლებლობებს ახლებურად შეხედონ. უქმეებზე შეხვედრების, ურთიერთობებისა და მოკლე მანძილზე მოგზაურობის სიხშირე მოიმატებს. სასარგებლო იქნება კვების რეჟიმსა და ძილის ხარისხზე ზრუნვა.
ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ტყუპები მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან. თქვენს ნიშანში ახალმთვარეობა ახალი წამოწყებების, მნიშვნელოვანი ნაცნობობისა და დიდი ხნის ჩაფიქრებული პროექტების განხორციელების გზებს გახსნის. ბევრს იმიჯის განახლება, ცხოვრებისეული მიზნების გადაფასება ან სწავლის დაწყება მოუნდება. ფინანსური საკითხები წარმატებულად მოგვარდება, თუ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებსა და დაუფიქრებელ ხარჯებს თავს აარიდებთ. რომანტიკულ სფეროში კი საინტერესო ნაცნობობა გელით.
კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)
კირჩხიბებისთვის ეს კვირა ერთგვარი მიჯნა აღმოჩნდება. უქმეებამდე ბევრი ამჯობინებს, ფრთხილად იმოქმედოს და მოვლენებს გარედან დააკვირდეს. თუმცა, თქვენს ნიშანში მზის გადასვლისთანავე, ენერგია საგრძნობლად მოიმატებს. გაგიჩნდებათ სურვილი, საკუთარ თავს, გარეგნობასა და პირად პროექტებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. ეს ხელსაყრელი პერიოდია დასვენების, ოჯახთან ურთიერთობისა და ძალების აღდგენისთვის. ზოგიერთი კირჩხიბი სამსახურსა თუ ფინანსებთან დაკავშირებულ კარგ ამბებს მიიღებს.
ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ლომები კოლექტიურ პროექტებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებიან. ახალი ნაცნობობა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს როგორც პირად, ისე პროფესიულ საქმიანობაში. ბევრს მიეცემა შესაძლებლობა, საკუთარი თავი ფართო აუდიტორიის წინაშე ღირსეულად წარმოაჩინოს. კვირის მეორე ნახევარში უმჯობესია ტემპი შეანელოთ და დრო დასვენებას დაუთმოთ. ორგანიზმმა შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტი ძილი და ძალების აღდგენა მოგთხოვოთ.
ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ქალწულები მთელ ყურადღებას პროფესიულ მიზნებსა და კარიერულ წინსვლაზე გადაიტანენ. ხელმძღვანელობა და კოლეგები მათ მიღწევებს აუცილებლად შეამჩნევენ და დააფასებენ, ზოგიერთი კი თანამშრომლობის ან დაწინაურების პერსპექტიულ შეთავაზებასაც მიიღებს. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურობას გპირდებათ. უქმეები უმჯობესია, მეგობრებს, თანამოაზრეებსა და ერთობლივ აქტივობებს მიუძღვნათ. ეცადეთ, ახლობლების მიმართ გადაჭარბებულ კრიტიკას თავი აარიდოთ.
სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
სასწორები თვალსაწიერის გაფართოებისკენ ისწრაფვიან. ბევრი დაფიქრდება მოგზაურობაზე, სწავლაზე, პროფესიის შეცვლაზე ან ახალი ცოდნისა და უნარების შეძენაზე. კვირა ხელსაყრელია დოკუმენტების მოწესრიგებისა და იურიდიული საკითხების მოგვარებისთვის. პირად ცხოვრებაში მომავლის შესახებ მნიშვნელოვანი საუბრებია მოსალოდნელი. უქმეებზე ყურადღება კვლავ კარიერასა და გრძელვადიან გეგმებზე გადაერთვება.
მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
მორიელები შესაძლოა, ფინანსებთან, ინვესტიციებთან ან ერთობლივ ვალდებულებებთან დაკავშირებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობის წინაშე დადგნენ. ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი სამსახურში ან ურთიერთობებში მნიშვნელოვან ეტაპს დაასრულებს. 21 ივნისის შემდეგ განწყობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, მომავლის გეგმების დასახვის სურვილი კი გაიზრდება. ეს საუკეთესო დროა მოგზაურობის, სწავლისა და სოციალური წრის გაფართოებისთვის…ვრცლად
