Monday, June 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მიმალვას ცდილობდა, აივნიდან გადავარდა და გარდაიცვალა”- ქურდიანის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაზე ახალი დეტალები ვრცელდება

June 15, 2026
ე.წ. ქურდული გარჩევების მთავარი ფიგურანტი, “ფაიფურა”პოლიციას გაექცა

თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ერთ პირს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიჭრა სამი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებული.

დაპირისპირების დროს, ერთ-ერთი დაჭრილი, შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გავიდა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. ხოლო, ორი დაჭრილი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 19-108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხმაური და დაპირისპირება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე – ვინ ვერ დაინახა ბავშვის წაქცევა
  • “მიმალვას ცდილობდა, აივნიდან გადავარდა და გარდაიცვალა”- ქურდიანის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებაზე ახალი დეტალები ვრცელდება
  • ვინ ინიშნება უზენაეს სასამართლოში – დიმიტრი გვრიტიშვილმა კანდიდატურა მოხსნა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge