გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივნისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივნისს, 11:30 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბოჭორმა, ომარაულები და მიმდებარე სოფლებში;
16:30 საათიდან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ნიჩბისი, სასხორი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში.
მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
