ალეკო ელისაშვილის საქმეზე დღეს სასამართლოზე მანდატური დავით ხარებაშვილი დაიკითხა – პროკურატურის მოწმე სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულ ოპოზიციონერეზე სასამართლოს კანცელარიაში არავის უძალადია.
ელისაშვილმა მანდატური სიცრუეში ამხილა და გაახსენა, რომ სისტემური ძალადობის დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს.
ალეკო ელისაშვილი: როცა მირტყამდნენ, მაშინაც სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს ხედავდით?
მოწმე: ჩემგან მსგავსი არ ყოფილა.
ალეკო ელისაშვილი: არც დაგინახავთ? ანუ ბორკილებდადებული რომ ვიყავი არცერთ ჩემთვის არ დაურტყამს?
მოწმე: არა
ალეკო ელისაშვილი: სრული პასუხისმგებლობით აცხადებთ ამას?
მოწმე: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რა თქმა უნდა.
ალეკო ელისაშვილი: ღვთის წინაშე ფიცავთ? ფიცი დადეთ შეგახსენებთ. პოლიციელების მიერ განყოფილებაში ძალადობასაც ვერ ხედავთ, ხომ ნახეთ ნოდარ მელაძის გადაცემა? მსგავს დანაშაულებს რომ ხანდაზმულობა არ აქვთ, თუ იცით? წამებას რომ ხანდაზმულობა არ აქვს? 30 წლის მერეც რომ შესაძლებელია, რომ გამოძიებულ იქნას და პასუხი აგოს იმან, ვინც ეს ჩაიდინა. ხელბორკილებ დადებულ ადამიანს რომ ურტყამენ, იცი, რომ ამ დანაშაულს ხანდაზმულობა არ აქვს? იცით რომ რაც აქ ხდება, ამისთვის მოგეთხოვებათ.
