Monday, June 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“თაღლითური სცენარია, წარმოაჩინონ თითქოს 45 000 პოლიციელიდან რამდენიმეს გადაცდომა სისტემური დანაშაულია” – გია ვოლსკი

June 15, 2026
“სასულიერო პირები პოლიტიკურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ” – ვოლსკი მეუფე იაკობს პასუხობს

ამ თემით მანიპულირება არის საცოდავი, უნიათო მცდელობა იმისათვის, რომ თავის მიერ ადამიანების მიმართ ჩადენილი დანაშაულების უშველებელი მთა როგორღაც გაამართლონ ერთეული გადაცდომებით, რომელიც შეიძლება პოლიციამ ჩაიდინოს , – ამის შესახებ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ტვ პირველის“ ეთერში გასულ კადრებს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ პოლიციელები მოქალაქეებს.

მისი თქმით, ამ თემის ირგვლივ „თაღლითურად ჩამოყალიბებული სცენარია“, რომ წარმოაჩინონ თითქოს 45 000 პოლიციელიდან რამდენიმე პოლიციელის გადაცდომა სისტემური დანაშაულია.

“ეს სიუჟეტი და ზოგადად დამოკიდებულება ამ თემის მიმართ არის თაღლითურად ჩამოყალიბებული – თაღლითური სცენარია, წარმოაჩინონ თითქოს რამდენიმე პოლიციელის გადაცდომა 45 000 პოლიციელიდან არის სისტემური დანაშაული, ეს მტკიცება გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭადაც არ ღირს. ის, რომ 2022 წელს მოხდა ეს დანაშაული და 2026 წლის თებერვალში მყისიერი რეაგირება გაკეთდა ამაზე, ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ ვინმეს ეშინია ნეგატიური პროპაგანდის, ან იმიტომ, რომ უცხოეთიდან შენიშვნა არ მიგვეღო – ეს იმიტომ ხდება, რომ პოლიციის მმართველობის პრინციპი ასეთია. შეიძლება ხისტი დამოკიდებულება ჰქონდეს ადამიანების მიმართ, ვინც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემუქრება, მაგრამ არსებობს გარკვეული სტანდარტი , რაც იმაზე უკეთესია, ვიდრე ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში.

ამ თემით მანიპულირება არის საცოდავი, უნიათო მცდელობა იმისათვის, რომ თავის მიერ ადამიანების მიმართ ჩადენილი დანაშაულების უშველებელი მთა როგორღაც გაამართლონ იმ ერთეული გადაცდომებით, რომელიც შეიძლება პოლიციამ ჩაიდინოს. სისტემური მართვა, სისტემური დანაშაული და სისტემური ძალადობა არის ის, რასაც მოჰყვა ადამიანების ხოცვა-ჟლეტვა ქუჩებში, წამება და წამებით მოკვდინება. აი, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელსაც ჩადიოდა ის ხალხი, ვინც დღეს ამ პოლიციელების გადაცდომაზე ხმამაღლა ლაპარაკობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, რომ სისტემური დანაშაული ნიშნავს იმას, რასაც “ნაცმოძრაობა” ჩადიოდა.

“ნებისმიერი ნეიტრალური შემფასებელი გამოკითხეთ და გეტყვით, რომ სისტემური არის, როდესაც მითითება გაქვს, რომ ადამიანები უნდა აწამო, მოკლა, გააუპატიურო და ქუჩაში დახოცო იმისათვის, რომ შენი ხელისუფლების გარკვეული ინტერესები გაატარო ქვეყანაში. რაც შეეხება მიჩქმალვას და ართქმას ამასთან დაკავშირებით, ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული და თუკი ასეთი არსებობდა, რასაკვირველია, ყველას პასუხი მოეთხოვება. სხვაა სისტემური დანაშაული და სხვაა გადაცდომა. სისტემური ნიშნავს იმას, რასაც ჩადიოდა “ნაცმოძრაობა”, რომლის პროპაგანდისტები ხმამაღლა გაყვირიან იმასთან დაკავშირებით, რომ გადაცდომა და სისტემურობა არის ერთი და იგივე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ტვ პირველმა” „ნოდარ მელაძის შაბათში” კადრები გაავრცელა, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს ასახავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ძალადობის კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო „ჩათში ” აგზავნიდნენ.

გადაცემის ანონსის გასვლის შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი ფაქტი 2022 წელს მოხდა, ხოლო აღნიშნული პოლიციელები 2026 წლის თებერვალში დააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • შეიცვლება თუ არა ამინდი საქართველოში? – სინოპტიკოსების პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge