მე-19 საუკუნის სასამართლოა? ამოიღეთ სამხრე კამერის ჩანაწერები! – ამ სიტყვებით მიმართა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე გიორგი გელაშვილს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმე პოლიციელმა, ნიკა ხოჭოლავამ დაადასტურა, რომ სამხრე კამერები ჩართული ჰქონდა მინიმუმ ორ პოლიციელს.
პოლიტიკოსის განმარატებით, სწორედ ეს ვიდეო-კადრები დაადასტურებდა, რომ მასზე ნამდვილად განახორციელა ძალადობა.
სამხრე კამერების ამოღების შესახებ შუამდგომლობა დრევანდელ პროცესზე ელისაშვილის ადვოკატებმაც დააყენეს.
“ტერორიზს მედავებით, 15 წელი ციხეში უნდა გავატარო და უხერხულობას მაინც ვერ გრძნობთ, რასაც იძახით, რომ არ არის მნიშვნელოვანიო? 15 წელი ციხეში ისე უნდა გამიშვათ, ჩანაწერი გაქვთ და ჩანაწერი არ უნდა ამოიღოთ? შეგრცხვეთ მაინც რაღაცის. ეხლა რომ ამოიღოთ რა პრობლემაა? მე-19 საუკუნის სასამართლოა? კარგით რა, რანაირ ქვეყანას აშენებთ, უხერხულობას არ გიქმნით? და მერე იტყვით, რომ სისტემური ძალადობა არ არის ესო..”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
