ასეთ მდაბიო „ფეიკ“ განცხადებაზე საპასუხო კომენტარი არ იქნება, – ასე უპასუხეს „ინტერპრესნიუსს“ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში, ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ სასამართლო სხდომაზე დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
შესაბამისი კითხვით „ინტერპრესნიუსმა“ პრესსამსახურს მიმართა.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა, ელისო კილაძემ, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის მამუკა მდინარაძის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. როგორც მან აღნიშნა, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, კახა კალაძის, გრიგოლ ლილუაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და უჩა მამაცაშვილის „გაშავებას“ რომ დათანხმებოდა, პრობლემები არ შეექმნებოდა. მისივე თქმით, ამ საქმეში არ არის არცერთი ნეიტრალური მოწმე და ყველა მოწმე არის დაკავშირებული მამუკა მდინარაძესთან.
