ევროკავშირი დაფუძნებული იყო იმ ღირებულებებზე, რომელთა გამოც საქართველოს გაწევრიანება სურდა, თუმცა დღეს ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.
“ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, რომელთა გამოც გვინდოდა გაწევრიანება – სამართლიანობაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, დღეს კი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, მათი განცხადებები, ეს არ არის ის ევროპა, საითაც ჩვენ მივისწრაფოდით. სამართლიანობა სრულად მოშლილია – მხოლოდ და მხოლოდ ზემოდან ყურება, თითის ქნევა. ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ბევრჯერ გაგვიკეთებია განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით“ – თქვა კახა კალაძემ.
