აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე თეთრ სახლში გამართული UFC-ის ღონისძიების შესახებ წერს:
“წუხელ თეთრ სახლში გამართული UFC წარმოუდგენელი იყო. ამინდი პროგნოზის მიხედვით საშინელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ იდეალური აღმოჩნდა! აი, ასე „ამართლებს“ ამინდის პროგნოზი. მებრძოლები გამორჩეულები იყვნენ – ბო ნიკალი, ჯასტინ გეიჯი, სირილ განი, შონ ომალი, ჯოშ ჰოკიტი, მაურისიო რუფი და დიეგო ლოპესი – ყველა მათგანი დაუჯერებლად კარგი იყო! ადამიანთა უმეტესობას მსგავსი ადამიანური სისწრაფე და ძალა აქამდე არასდროს უნახავს. თეთრი სახლი არასდროს ყოფილა ასეთი ლამაზი. გარემო იყო შეუდარებელი! ვულოცავ დენა უაითს და მის წარმოუდგენელ UFC-ს. ჩვენი ლეგენდარული თეთრი სახლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი დღეა!” – აცხადებს დონალდ ტრამპი.
