Friday, June 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სიტყვების მონიტორინგის” სამმართველოს პირველი პროცესი – შოთა თუთბერიძეს შსს ნინო წილოსანის შეურაცხყოფას ედავება

June 15, 2026
“სიტყვების მონიტორინგის” სამმართველოს პირველი პროცესი – შოთა თუთბერიძეს შსს ნინო წილოსანის შეურაცხყოფას ედავება

შსს-ს სიძულივილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტო, (რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები “სქროლვა-სქრინვის” სააგენტოს უწოდებენ) ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ნინო წილოსანის შეურაცხყოფას ედავება.

“სიტყვების მონიტორინგის” სამმართველოს პირველი პროცესი ამ წუთებში, საქალაქო სასმართლოში მიმდინარეობს.

მომჩივანი არის შსს-ს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი სანდრო კეპაშვილი – სწორედ კეპაშვილმა დასქროლა სოციალური ქსელი და მან შეადგინა სამართალდარღვევის ოქმიც.

საქმეს მოსამართლე დავით მაკარაძე იხილავს. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც ტროტუარზე დგომისთვის ათობით ადამიანი ციხეში გაუშვა, ამიტომაც სხდომაზე შოთა თუთბერიძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ბასილაიამ პირდაპირ უთხრა დავით მაკარაძეს, რომ გადაწყვეტილებებს “შეკვეთის საფუძველზე იღებს”.

პროცესზე სიტყვით ისარგებლა შოთა თუთბერიძემაც და დარბაზს განუმარტა, რომ თავად ნინო წილოსანი მისი კომენტარის გამო თავს შეურაცხყოფილად არ გრძნობს.

“საქმის მასალებში, რაც მე გადმომეცა არ არის არცერთი მტკიცებულება, რაც ნინო წილოსანმა შეურაცხყოფილად იგრძო თავი. არ არის შეურაცხყოფილი”, – განაცხადა თუთბერიძემ.

საქმის აბსურდულობაზე მიუთითა სასამართლო პროცესზე უფლებადამცველმა ნიკა სიმონიშვილმაც:.

“ეს საქმეც განწირულია წასაგებად ევროსასამართლოში, რადგან შსს ელემენტარულ სტანდარტს არ იცავს შსს”, – განაცხადა სიმონიშვილმა.

შოთა თუთბერიძეს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოდან დღეს დაურეკეს – ადვოკატის თქმით, შეუძლებელია შსს-ს საჩივარის სერიოზულად აღქმა.

როგორც უფლებადამცველმა პროცესის დაწყებამდე “პირველებთან” განაცხადა, შსს ახალმა სამმართველომ “ქართული ოცნების” “გამორჩეული და ინტელექტუალურად მაღალ საფეხურზე მდგომი სახეების ფბ-პოსტების ყარაულის როლი მოირგო”.

“დამირეკეს სასამართლოდან, რომ “სქრინვა-სქროლვის” დეპარტამენტმა ერთ-ერთ კომენტართან დაკავშირებით, რომელიც მე გავაკეთე ერთ-ერთი ქართველი პარლამენტარის და საზოგადო მოღვაწის, ნინო წილოსანის პოსტზე დაიწყო მოკვლევა განსაკუთრებით საქმეთა ინპექტორმა. მან შეადგინა ოქმი და დღეს ვართ სასმართლოში ამ საქმის განსახილველად. არ შეიძლება ამ პროცესს სერიოზულად შევხედოთ, თუმცა თვალშისაცემია ის, რომ, როგორც ჩანს, გლახად გაკეთებულმა გენერალ-კოორდინატორმა იპოვა თავისი ფუნქცია და შეითავსა “ქართული ოცნების” გამორჩეული და ინტელექტუალურად მაღალ საფეხურზე მდგომი სახეების ფბ-პოსტების ყარაულის როლი”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას პირველი ივნისიდან შეუდგა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამბავი, რომელიც UFC-ის ბრძოლის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი – დაკავებულია 5 პირი
  • ბიზნეს-რეკეტის საქმე – სასამართლოში ელმურაზ მამედოვის და კიდევ 6 პირის პროცესი მიმდინარეობს
  • “მეორე ხარისხის განგრენა მაქვს, ციხეში ჩემი დატოვება არ შეიძლება, მაგრამ ვერ ვაღიარებ იმას, რაც არ ჩამიდენია” – 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული კახაბერ მჟავანაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge