მარნეულში ორმა კაცმა ერთმანეთი დაჭრა – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Marneulinews ავრცელებს. მათი ცნობით ინციდენტი 14 ივნისის საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქორწილამდე ერთი დღით ადრე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, მუსიკის შეკვეთასთან დაკავშირებით მხარეებს შორის უთანხმოება წარმოიშვა.
გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მეორის კი – სტაბილური.
