ჟურნალისტი ელისო კილაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების გაშავებას სთავაზობდა.
“ქრონიკა +”- ისა და CNEWS-ის დამფუძნებლის მტკიცებით, უარის შემდეგ, სუს-ის ყოფილმა შეფმა მის წინააღმდეგ საქმე შეკერა.
“ვინც ეს ხალხი დააზარალა ეს ოთხი პირი, არის თავისუფალი. რაც შეეხება მოწმეებზე ძალადობას, ამან არავინ აკეთებს.
საქმის მოწმეების ვინაობა ცნობილია იმ მაღალი თანამდებობის პირებისთვის. იმ მოწმეებმა საქმის გამოყოფამდე მისცეს ჩვენებები. რატომ ვარ ამ ჯგუფში არ ვიცი, მათგან სამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ და არ ვიცი ვინ არიან. ვინ უნდა იძალადოს მათზე. ასევე არის ერთი პირი, რომელიც მდინარაძის შუამავალი იყო ჩემთან, მდინარაძე ოცნების მაღალჩინოსნების გაშავებას მთავაზობდა და მიღებული უარის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ ეს საქმე შეკერა”, – განაცხადა CNEWS-ის ინფორმაციით, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ სასამართლო პროცესზე.
კილაძემ მისი სასამართლო პროცესების საჯაროობა კიდევ ერთხელ მოითხოვა. როგორც მან თქვა, 162 ტყული აქვს დათვლილი ჩვენებებში.
ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ თუ კი მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა იქნება ეს უფრო მეტად დაამძიმებს საქმეს:
“მე დათვლილი მაქვს ტყუილებიც ჩვენებებში, 162 ტყული მაქვს დათვლილი ჩვენებებში. კიდევ ერთხელ ვამბობ ყველა ჩვენება მუცემულია მაშინ როცა ჩემი საქმე გამოეყო. თუ კი მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა იქნება უფრო არ დაამძიმებს ჩემს საქმეს? რა ძალადობაზე ვსაუბრობთ საერთოდ, მე ვარ საჯარო პირი და მინდა ჩემი საქმე იყოს საჯარო”-აცხადებს ელისო კილაძე სასამართლო სხდომაზე.
