ინსტრუქციაა ახალი, რომ ვინც უფრო სასტიკად მოიქცევა, ალბათ ამის მიხედვით აწინაურებენ – ასე ეხმაურება “მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი, ეკა ბესელია “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველების მიერ მოქალაქეებზე ძალადობაა ასახული.
ბესელიას თქმით, მისთვის “ახალი მოვლენა” როდესაც დანაშაულის ჩამდენი პირები დანაშაულის ამსახველ ვიდეოს კი არ ანადგურებენ, არამედ ჩათებში აგდებენ.
“ინსტრუქციაა ახალი, რომ ვინც უფრო სასტიკად მოიქცევა – ეს კადრები გადაიღონ თავად, შემდეგ ამით ერთმანეთთან თავი მოიწონონ, ალბათ ამის მიხედვით აწინაურებენ ან აჯილდოებენ იმათ, ვინც ყველაზე უფრო სასტიკია ამ პროცესში, იმიტომ, რომ ეს რაღაც ახალი მოვლენაა, საკუთარი დანაშაულებების წაშლის ნაცვლად გადაიღონ ეს მასალა. ეს ქმნის რეალურ სურათს, ჩვენ რენგდენივით ვუყრუებთ ახლა, როგორ ძალადობენ ადამიანები მოქალაქეებზე სასტიკად”, – ამბობს ეკა ბესელია.
პროკურატურა ამ დრომდე არ ამბობს, დაუმძიმებენ თუ არა ბრალს მოქალაქეეების წამებაში მხილებულ პოლიციის თანამშრომლებს. ვიცით მხოლოდ ის, რომ პოლიციელებს, რომლებმაც პოლიციის სამმართლელოშო მოქალაქეები აწამეს, სამოხელეო დანაშაულს ედავებიან.
