Wednesday, June 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საზოგადოებრივ მაუწყებელში” პირდაპირ ეთერში მომხდართან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართება

June 15, 2026
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, სიმღერის დროს ბავშვი დაეცა – ეთერი ისე გაგრძელდა, რომ არასრულწლოვანს ყურადღება არ მიაქციეს

“საზოგადოებრივ მაუწყებელში” საგანგებო შეხვედრა დღეს გაიმართება – ბორდის წევრებმა პირდაპირ ეთერში, სცენაზე მომხდარ ინციდენტზე უნდა იმსჯელონ, რა დროსაც არასრულწლოვანი გოგონა დაეცა, თუმცა ეთერი ისე გაგრძელდა, რომ დაშავებულისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

დღევანდელი სხდომა ბორდის წევრების ლიკა ბასილაია-შავგულიძისა და ლაშა ტუღუშის მოთხოვნით დაინიშნა, თუმცა ის დახურულ რეჟიმში ჩატარდება. გადაწყვეტილება მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ მიიღო, რომელმაც შეხვედრას „სამუშაო ფორმატის“ სტატუსი მიანიჭა.

უცნობია დაესწრება თუ არა საგანგებო სხდომას “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი. მისი სხდომაზე მოთხოვნა ლაშა ტუღუშმა ოფიციალურად მოითხოვა.

“მნიშვნელოვანია, სხდომას ესწრებოდეს გენერალური დირექტორი და შესაბამისი სამსახურების უფროსები, იმიტომ, რომ რეალურად ისინი არის პირველ რიგში პასუხისმგებლები იმ ვითარებაზე, რომელიც ხდება ტელევიზიაში, როდესაც საქმე ბავშვის უსაფრთხოებას ეხება.

ველოდებით, რომ ეს სხდომა იქნება საჯარო. ველოდებით, რომ ამ სხდომას დაესწრებიან პასუხისმგებელი პირები, და ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც საზოგადოებისთვის იქნება გასაგები. ის განცხაებები და პასუხები რაც მოვისმინეთ [საზოგადოებრივი მაუწყებელისგან] არ არის ადეკვატური”- თქვა ტუღუშმა.

კადრებმა, სადაც ჩანს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში 10 წლის გოგონა დაეცა, ხოლო მის დასახმარებლად რეაგირება რამდენიმე წუთის განმავლობაში არავის მოუხდენია, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ინციდენტი 9 ივნისს დღის გადაცემაში მოხდა, როცა “პირველ არხზე” “სიმღერის აკადემიის” წევრები იყვნენ მიწვეულები.

ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერ გადაღებული უწყვეტი კადრიდან ჩანს, რომ ბავშვის დაცემის შემდეგ, ნომერი ჩვეულებრივ გაგრძელდა და მოზარდი მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში იატაკზე იწვა.

განცხადება გაავრცელა პირველმა არხმა, სადაც წერდა, რომ არხის ვერცერთმა თანამშრომელმა ვერ დაინახა, როგორ დაეცა 10 წლის ბავშვი პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას.

განმარტების გაკეთება მოუწია “სიმღერის აკადემიასაც” – მათი თქმით, “პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა”.

10 წლის გოგონას დედა, თამარ აკობია ამბობს, რომ საქმეზე სამართლებრივ დავას დაიწყებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში
  • “რიჟას იჭერენ?! არაა გამორიცხული, რომ რკინიგზაში განხორციელებული დაკავებების შემდეგ რიგი ზესტაფონის ფეროზეც მიდგეს” – რას წერს რომან გოცირიძე?
  • ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge