Saturday, May 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რუსეთს ჩვენს უძირო ცაზე ხუთი გადაფრენა ეყოფა, რომ საქართველო აღარ იყოს” – ნათია ფანჯიკიძე

June 30, 2022
“რუსეთს ჩვენს უძირო ცაზე ხუთი გადაფრენა ეყოფა, რომ საქართველო აღარ იყოს” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს თუ რაში სჭირდება საქართველოს დასავლეთი.

“ძვირფასებო, დასავლეთი ომში ჩართვას არ გვთხოვს. რუსეთს ჩვენს უძირო ცაზე (გინაც ცა-ფირუზზე) ხუთი გადაფრენა ეყოფა, რომ საქართველო აღარ იყოს, რადგან ისრაელის თავდაცვა რომ გვქონდეს, მაშინაც კი, კრებითი სუბარუებით ომს შევძლებთ კი არა, უწყინარი, მშვიდობიანი, რუტინული, პატარიკა რეფორმების აწევა რომ სჭირდება, აი მაგ კანდიდატის სტატუსს ვერ ვქაჩავთ. ჯერ როგორ არ უნდა შეგრცხვეს, რეფორმების ფუსფუსს თავი ვერ მოაბა და მიზეზად ბებიის გარდაცვალება, ლიფტში გაჭედვა და ომის საფრთხე მოიმიზეზო.

ხოდა კიდევ, 2008-ში სამ დღეში შეჩერდა ომი სწორედ დასავლეთის დახმარებით, რადგან ამჟამად, ჩვენი ზომა-წონის და შეიარაღების ქვეყანას რუსეთის ერთი თვე შეკავებაც კი არ შეუძლია. ერთი კვირის სამყოფი ბომბი რომ თავზე დაგვაცალოს რუსეთმა, აი ეგ არავის არაფერ ხეირს აძლევს, გარდა თავად რუსეთისა, რომლის მოსახლეობაც შეუპოვრად მოიწევს და სახლდება ჩვენს ქალაქებში. ასე რომ არავის აქვს აქ არანაირი აყალმაყალის ინტერესი, გარდა  რუსეთისა და ისიც ისე შეჭირვებულია ფინანსურად უკვე, რომ ურჩევნია თავად დავხოცოთ ერთმანეთი, მისი ხარჯის გარეშე.

ხოდა რომ არ დავხოცოთ ერთმანეთი, დეპოლარიზდით თქვე გამოთაყვანებულებოო, ამიტომ გვეხვეწება ეს გადაქანცული დასავლეთი. ასევე, დასავლეთს, რომ ვეხვეწოთ, ომი გვინდაო, ვერც იარაღს მოგვცემს, უკრაინაში იმხელა ფინანსური ხარჯი აქვს, კიდევ ჩვენ ვაკლივართ. ჯერ მხოლოდ მაკრონს უსმინეთ, სიხარულით გააჩერებდა ომს უკრაინაშიც, ისე ეშლება ნერვები, ჭარბი მოვალეობები რომ გაუჩნდა და კრუასანის ჭამა უგვიანდება დილაობით.

ახალი ფრონტი  უნდა კიდევ? მოკლედ, მატყუარებს ნუ მოუსმენთ. ომი რომ არ გვქონდეს, შიმშილი რომ მორჩეს და უკეთესი განათლება და მედიცინა გვქონდეს, ამიტომ გვინდა დასავლეთი. ხო, ხო, ანგარებით გვინდა დასავლეთი, ხოდა წესიერი, აზრიანი მომლაპარაკებლებია საჭირო მთავრობასთან, რომ სკამების კარგვის შიშებს არ გადააყოლოს ქვეყნის, ანუ ჩვენი ყველას შვილების მომავალი” – წერს ფანჯიკიძე

Tags: ნათია ფანჯიკიძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥ძლიერი სეტყვა სართიჭალაში – სტიქიის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება
  • „3 დღე-ღამე კარცერში გავატარე… შემოვარდნენ ღორებივით, გიჟებივით ჩამოგლიჯეს თოკები…“ – რას ჰყვება მიმდინარე აქციებისას დაპატიმრებული რევაზ კიკნაძე?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge