“მეორე ბიჭი, მაგის ძმაკაცი, მე მგონი დაჭრეს კიბეებზე… შიგნით დაჭრეს ნიკა – სანამ გადმოვარდებოდა დაჭრილი იყო” | ამბობს ტვ პირველთან ადგილობრივი ქურდიანის ქუჩაზე მომხდარზე.
თბილისში ქურდიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან, სავარაუდოდ, კაცი გადმოაგდეს – ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. ნიკა ქარელაშვილი ადგილზე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით ადგილობრივებმა მანამდე სროლისა და ჩხუბის ხმაც გაიგეს. ქარელაშვილის სახლში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი
