Sunday, June 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

UFC Freedom 250 – რა თანხას გამოიმუშავებს ილია თოფურია თეთრი სახლის ისტორიულ ტურნირზე?

June 14, 2026
UFC Freedom 250 – რა თანხას გამოიმუშავებს ილია თოფურია თეთრი სახლის ისტორიულ ტურნირზე?

თეთრი სახლის ტერიტორიაზე გასამართი UFC Freedom 250-ი, რომელიც ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საბრძოლო ღონისძიებად მიიჩნევა, მსოფლიო ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ სპორტული, არამედ ფინანსური თვალსაზრისითაც ექცევა. ინფორმაცის “BPN” ავრცელებს.

ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებულ გრანდიოზულ ზეიმს, რომლისთვისაც UFC და პირადად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ემზადებიან, საერთაშორისო მედიაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

გავლენიანი გამოცემა The Sporting News-ი დეტალურად მიმოიხილავს როგორც ტურნირის სარეკორდო ბიუჯეტს, ისე მონაწილე ვარსკვლავების, მათ შორის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ინდივიდუალური ანაზღაურების საკითხსაც.

თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე გასამართი უპრეცედენტო ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება, სადაც ქართველი სპორტსმენი ამერიკელის წინააღმდეგ, მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამრის დაცვას შეეცდება.

29 წლის თოფურია, რომლის ანგარიშზეც 17 დაუმარცხებელი ბრძოლაა, შესაძლოა UFC-ის ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდეს, რომელიც ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულს დაიცავს და ამავდროულად, დაუმარცხებელი დარჩება.

ანალიტიკოსების შეფასებით, თოფურია ტურნირის ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავებს შორის იქნება. ვინაიდან, UFC ოფიციალურად აღარ აქვეყნებს მებრძოლების ზუსტ ჰონორარებს, გავრცელებული თანხები შეფასებით ხასიათს ატარებს, რასაც უცხოური მედია სავარაუდო ანაზღაურებად მოიხსენიებს.

რამდენს გამოიმუშავებს ილია თოფურია UFC Freedom 250-ზე?
The Sporting News-ი სხვადასხვა ამერიკულ სპორტულ პლატფორმაზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველი მებრძოლის საბაზისო ანაზღაურება, დაახლოებით, 350 000 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო საერთო შემოსავალი, PPV-დან მიღებული წილისა და სხვა დანამატების ჩათვლით, შესაძლოა, 2.5-დან 3.5 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდოს. გავლენიანი სპორტული გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიება მებრძოლებისთვის ჩვეულებრივზე უფრო მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას ქმნის.

ინტერესს იწვევს ტურნირის სხვა ვარსკვლავების ფინანსებიც. მძიმე წონაში ისტორიული მიღწევის დაფიქსირებას შეეცდება ალექს პერეირა. ბოლო დღეებში ,UFC-ის კომენტატორ დენიელ კორმიეს საჯარო კომენტარზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელის ჰონორარი შესაძლოა, რეკორდულ 10 მილიონ აშშ დოლარსაც აღწევდეს.

სავარაუდო ჰონორარებზე არანაკლები ყურადღება მიიპყრო UFC-ის პრეზიდენტის, დეინა უაითის განცხადებამ, რომელმაც Freedom 250-ისთვის უპრეცედენტო ბონუსები დააანონსა. მისი ინფორმაციით, საღამოს საუკეთესო ბრძოლის ორივე მონაწილე 400 ათას აშშ დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო საღამოს საუკეთესო გამოსვლისთვის ბონუსი 425 ათასი აშშ დოლარი იქნება.

შესაბამისად, ილია თოფურიასთვის თეთრი სახლის ტურნირი მხოლოდ ისტორიულ არენაზე ტიტულის დაცვა არა – არსებობს დიდი ალბათობა იმის, რომ ეს მისი სპორტული კარიერის ყველაზე შემოსავლიან და სარეკორდო საღამოდ იქცეს.

ინფორმაციისთვის, ბრძოლა 15 ივნისს, საქართველოს დროით 04:00 საათიდან გაიმართება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „საქართველოს ისეთი რთული ისტორია აქვს, სულ მინდოდა, ჩემი ქვეყნისთვის მცირე სიხარული მაინც მიმენიჭებინა“ – ილია თოფურია
  • გლობალურ ბირჟებზე ოქრო კვლავ გაძვირდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში
  • მნიშვნელოვანი სიახლე მძღოლებისთვის – დარღვევები, რომლებზეც ჯარიმები შესაძლოა, 40-75%-ით შემცირდეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge