Sunday, June 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“მათ შო­რის მთე­ლი 6 თვე და­პი­რის­პი­რე­ბა იყო, მაქვს ეჭვი… – რას აცხადებს 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ კილაბერიძის ადვოკატი?

June 14, 2026
“მათ შო­რის მთე­ლი 6 თვე და­პი­რის­პი­რე­ბა იყო, მაქვს ეჭვი… – რას აცხადებს 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ კილაბერიძის ადვოკატი?

“ხაშურში ძალიან დიდ უკანონობას ჰქონდა ადგილი და პოლიციის სამმართველომ ხელი არ გაანძრია ეს დანაშაული რომ აღკვეთილიყო. სამართალდამცველებს არაერთხელ მივმართეთ, 6 თვე საქმის კურსში იყვნენ, ძიება მიდის და ეს შედეგი მივიღეთ.

6 თვეა მივდივარ და ვეხვეწები, რამე ეღონათ, რომ ასეთი შედეგი არ დამდგარიყო, კილაბერიძეების მისამართით მუქარები მოდიოდა შალვა ოვაკიმიანისგან, ის უკანონოდ იყო შეჭრილი

ნიკოლოზ კილაბერიძის საკუთრებაში, ვიდეომასალა გვაქვს უამრავი, განჩინებებიც გვქონდა, მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი აგრძელებდა და ხელს უწყობდა კილაბერიძეების კარიერზე ქვიშა-ხრეშის მოპარვას.

ახლა გარდაცვლილია ორი ადამიანი, ერთი ენდელაძეა, მეორეს გვარი არ ვიცი, ისინი არიან შალვა ოვაკიმიანის ხელდასხმული ადამიანები, ენდელაძე მენეჯერია, მოურავივით იყო. ნიკოლოზ კილაბერიძეს მათთან მოუვიდა დაპირისპირება – ენდელაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს და ამან აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა, რაც ჩაიდინა – ცეცხლსასროლი იარაღით გაუსწორდა.

მე შემთხვევის ადგილზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ენდელაძე რომაა გარდაცვლილი, ეს ვიცი. ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ამიტომ ვერ გესაუბრებით თანმიმდევრულად. მათ შორის მთელი 6 თვე დაპირისპირება იყო. კილაბერიძეს ქარხანა მემკვიდრეობით ჰქონდა და კარიერი მისი საკუთრება იყო, ოვაკიმიანი და მისი დამქაშები უკანონოდ შეიჭრნენ ტერიტორიაზე და ქურდავდნენ, თუმცა ამაზე ყური არავინ შეიბერტყა. მაქვს ეჭვი, რომ ხაშურის პოლიცია არ უზრუნველყოფს იმას, რაც მათი მოვალეობაა, წვრილმანებს დასდევს, აქ კორუფციული დაინტერესება და გარიგებები უფრო იკვეთება, თორემ რაღაც ზომებს მიიღებდნენ ასეთი საშინელი შედეგი რომ არ დამდგარიყო“ – ეუბნება “Ambebi.GE-ს” 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ კილაბერიძის ადვოკატი ირინა ფერაძე.

დღეს ხაშურში, ტაბიძის ქუჩაზე სროლის შედეგად 2 ადამიანი მოკლეს. გავრცელებული ცნობებით, მოკლულია ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი. ადგილობრივი მედიის ცნობებით, მკვლელობა მხარეებს შორის ქვიშა-ხრეშის კარიერის გამო დაწყებულ დაპირისპირებას მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ 1 პირი დააკავა, გამოძიება კი სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მადლი რომ მოვიხვეჭოთ, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა” – პატრიარქი შიო III
  • „პუტინის მიმართ უკმაყოფილება იზრდება“ – ზელენსკი საიდუმლო ანგარიშებზე საუბრობს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge