Sunday, June 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“რეჟიმის საყრდენების მორყევა და შიშის ოცნების რიგებში გადანაცვლება….” – რას წერს სალომე ზურაბიშვილი პოლიციის განყოფილებებში სავარაუდო ძალადობის კადრებზე

June 14, 2026
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პოლიციის განყოფილებებში მოქალაქეების მიმართ სავარაუდო ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ავტორიტარული რეჟიმების დასუსტების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი იმ საყრდენების რღვევაა, რომლებზეც ისინი ძალადობისა და კორუფციის მეშვეობით დგანან.

მისი შეფასებით, როდესაც ხელისუფლება საკუთარ ძალოვან სტრუქტურებსა და ერთგულ კადრებს ხელშეუხებლობის გარანტიას ვეღარ აძლევს, რეჟიმის შიგნით უნდობლობა და შიში ჩნდება, რაც საბოლოოდ მის დასასრულს აახლოებს.

ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში „ეროვნული გაერთიანების დროა“ და რეჟიმის წინააღმდეგ ფართო ფრონტის ჩამოყალიბებას მოუწოდებს.

“ავტორიტარული რეჟიმის მთავარი მახასიათებელი ნიშანია სისტემური ძალადობის დაშვება, წახალისება და მასზე დაყრდნობა.

ასევე ავტორიტარული რეჟიმი კორუფციით სულდგმულობს. კორუფციაც მის მიერვეა დაშვებული და წახალისებული. იგი ამ რეჟიმის საზრდოს წარმოადგენს.

რეჟიმი თავის დასასრულს უახლოვდება, როცა ამ ორ, მისი სხეულის განუყოფელ ნაწილს დაცულობისა და ხელშეუხლელობის გარანტიას არ თუ ვეღარ აძლევს.

ეს დაემართა ნაციონალურ მოძრაობას … გავიხსენოთ ციხის კადრების გამჟღავნების შემდეგ ნათქვამი სიტყვა, როცა მიშა ვერ უარყოფდა მომხდარს და ვერ ამართლებდა.

ამის შემდეგ რეჟიმის მიმართ ნდობა მის ყველაზე ლოიალურ წრეებშიც იკარგება და ყველა საკუთარ გადარჩენაზე იწყებს ფიქრს.

ასეთივე იმედგაცრუება გავრცელდა რეჟიმის კორუმპირებული თანამდებობის პირთა წრეში. ყველა, ვისაც სწამდა, რომ ბრმა ერთგულების ნაცვლად, მწვანე ჰქონდა მიღებული, ყველანაირი გარიგება კორუფციული სქემის ჩასატარებლად, უცებ ხვდება, რომ ამავე რეჟიმს შეუძლია თვალის დაუხამხამებლად მისი გაწირვა.. . და გაოცებული თუ შეშინებული უყურებს რეჟიმი როგორ ასამართლებს თუ სწირავს მის ყველაზე სანდო “შვილებს” – ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, რიჟვაძეს, ბურჭულაძეს…..

ის, რაც ოცნების პოლიტიკურმა და ბიზნესის წრეებმა აღმოაჩინეს ბოლო პერიოდში, დღეს უკვე ძალოვანებზეც ვრცელდება. იმის მიუხედავად, რომ ჯერ ძალადობისთვის სამართალდამცველების დასჯა ზედაპირული რჩება (ორ თვიანი და გამოშვება), მათთვის საგანგაშო ნიშანია, როცა რეჟიმი არ უარყოფს მომხდარს, საჯაროდ არ იცავს მათ და საკუთარი გადარჩენისთვის მსხვერპლის გაწირვისთვის მზად არის.

ამ ყველაფრიდან ორი მთავარი დასკვნაა:

– რეჟიმის საყრდენების მორყევა

– შიშის ოცნების რიგებში გადანაცვლება.

იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ზედა სფეროში სუფევს სრული უნდობლობა და დარღვეულია გუნდურობა, ეს ყველაფერი მიანიშნებს რეჟიმის ჩქარი დასასრულისკენ სვლაზე!

ამიტომ დროც იწურება, დრო მოვიდა ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების, რომელიც ამგვარ რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზაა.

ყველა ერთის წინაამდეგ!

და ეს ყველა ყველას ნიშნავს ვინც ამ ქვეყნის მომავალზე დავგადარჩენაზე ფიქრობს !

ეს გარდაუვალი ბრძოლა ვეღარ დაელოდება პოლიტიკურ პარტიების მიუღწევად გაერთიანებას.

ეროვნული გაერთიანების დროა!” – წერს ზურაბიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “მათ შო­რის მთე­ლი 6 თვე და­პი­რის­პი­რე­ბა იყო, მაქვს ეჭვი… – რას აცხადებს 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ კილაბერიძის ადვოკატი?
  • “რეჟიმის საყრდენების მორყევა და შიშის ოცნების რიგებში გადანაცვლება….” – რას წერს სალომე ზურაბიშვილი პოლიციის განყოფილებებში სავარაუდო ძალადობის კადრებზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge