Sunday, June 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვის სთხოვს ბანკი ვალს მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ? – იურისტის განმარტება

June 14, 2026
ვის სთხოვს ბანკი ვალს მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ? – იურისტის განმარტება

უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავები, ხანდაზმული ვალდებულებები, საბანკო სესხები და მემკვიდრეობის განაწილება – ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვაწყდებით ისეთ რთულ იურიდიულ საკითხებს, სადაც საკუთარი უფლებების ზუსტი ცოდნა, გადამწყვეტია. ეს ის თემებია, რომელთა ირგვლივაც კანონით გათვალისწინებული ნორმების გაუთვალისწინებლობა, შესაძლოა, ფინანსური ზარალის მომტანიც აღმოჩნდეს. ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.

მკითხველისთვის ყველაზე აქტუალურ და პრობლემურ კითხვებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მოქმედი წევრი – ნუგბარა როსტიაშვილი პასუხობს.

2017 წელს სასამართლომ ოჯახის ერთ-ერთ წევრზე დაუსწრებლად გამოიტანა განაჩენი: მას “თელასის” ვალი დაეკისრა. მითითებული იყო აბონენტის ნომერი და ამ ადამიანის ძველი გვარი, ის კი უკვე შეცვლილ გვარს ატარებდა. არც სახლი ყოფილა მის საკუთრებაში. ამ ხნის განმავლობაში ვალი არ გადახდილა. ყოველთვე აბონენტის ნომერზე მოდის ქვითარი დაკისრებული ვალის ოდენობის თანხით. შეიძლება თუ არა ამ ვალის თავიდან აცილება და რა შემთხვევაში?

– მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს 2017 წელს მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებასთან (სამოქალაქო საქმეზე ითქმის გადაწყვეტილება და არა განაჩენი). იმ გარემოებას, რომ პირს შეცვლილი ჰქონდა გვარი ან არ იყო უძრავი ქონების მესაკუთრე, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, თუკი ხელშეკრულება აბონენტად რეგისტრაციის შესახებ თავის დროზე მის ძველ მონაცემებზე იყო გაფორმებული. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 10 წელს, მაშინაც კი, თუ მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობის ვადას ითვალისწინებდა. ამდენად აღნიშნული ვალდებულების იძულებით აღსრულებას ვადა 2027 წლამდე აქვს. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ პირმა მიმართოს “თელასს”, თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროშია საქმე, ამ შემთხვევაში აღსრულებას და მოითხოვოს ვალდებულების განულება ხანდაზმულობის გამო.

ჩემს მაზლს აქვს ბანკის სესხი უზრუნველყოფის გარეშე. აქვს დანიშნული პენსია ინვალიდობის მე-2 ჯგუფით. რამდენიმე წელია დაბრუნდა ემიგრაციიდან და სტაბილური სამსახური ვერ იშოვა. ვეღარ იხდის სესხს და მთლიანად უკავდება პენსია, რამდენად სწორია?

– საბანკო დაწესებულების ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხრიდან უზრუნველყოფის გარეშე არსებული სესხის გამო პირის სოციალური პაკეტის (ინვალიდობის პენსიის) სრულად დაკავება აბსოლუტურად უკანონოა. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, იძულებითი გადახდევინება არ შეიძლება მიეცეს სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივ დახმარებაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნორმატიული აქტებითა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესებით, ბანკს არა აქვს უფლება მსესხებელს საარსებო მინიმუმზე ნაკლები დაუტოვოს, მით უმეტეს, სრულად ჩამოაჭრას სოციალური გასაცემელი, თუ თავად კლიენტს არა აქვს გაცემული ამაზე სპეციალური, მიზნობრივი ნებაყოფლობითი თანხმობა. უნდა გაირკვეს, რა საფუძვლით იჭრება თანხა – ეს არის ბანკის მიერ შიდა წესით ჩამოჭრა (სესხის ხელშეკრულების საფუძველზე) თუ სააღსრულებო ბიუროს/კერძო აღმასრულებლის ყადაღა. პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარადგინოს განცხადება ბანკსა ან აღსრულების ბიუროში, დაურთოს შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოითხოვოს, რომ აღნიშნული სარგო არ დაუკავდეს.

იხილეთ ვრცლად…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მათ შო­რის მთე­ლი 6 თვე და­პი­რის­პი­რე­ბა იყო, მაქვს ეჭვი… – რას აცხადებს 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულის, ნიკოლოზ კილაბერიძის ადვოკატი?
  • “რეჟიმის საყრდენების მორყევა და შიშის ოცნების რიგებში გადანაცვლება….” – რას წერს სალომე ზურაბიშვილი პოლიციის განყოფილებებში სავარაუდო ძალადობის კადრებზე
  • ვის სთხოვს ბანკი ვალს მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ? – იურისტის განმარტება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge